თრ–ს ტელევიზია

ტელევიზია

მრავალი ეროვნული და რეგიონალური სამაუწყებლო ორგანოთი, თურქეთსა და მსოფლიოში ზუსტი და მიუკერძოებელი ინფორმაციით TRT განათლების, კულტურის, დოკუმენტური ფილმების, დრამის, სპორტით, მუსიკით და სხვა გასართობი პროგრამებით ანატოლიის 99%-ს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ყველა ასაკის მაყურებელს ემსახურება.


TRT მაუწყებლობით; სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, განათლების და კულტურის მქონე მაყურებლების ზუსტი და მიუკერძოებელი კულტურული, საგანმანათლებლო და  გასართობი პროგრამებით ეროვნული კულტურის ინტეგრაციას ისახავს მიზნად.

TRT 1

TRT1-ლი საოჯახო არხი. თურქეთში ყველაზე მეტი მაყურებლის მქონე ტელეარხი TRT-1-ლი საოჯახო არხის ფორმატში განათლების, კულტურის, დოკუმენტური ფილმების დრამის, სპორტით, მუსიკით და საინფორმაციო  პროგრამებით თურქეთს მიმართავს. TRT-1-ლი ქვეყნის მასშტაბით  99,9%-ს, ხოლო საზღვარგარეთ ინტერნეტის მეშვეობით მაუწყებლობს.

TRT WORLD

TRT-WORLD  ინგლისურენოვანი საინფორმაციო სამაუწყებლო არხია.  TRT WORLD გაბედული და ადამიანზე ორიენტირებული პუბლიკაციებით აგრძელებს მაუწყებლობას.

TRT HABER

TRT-HABER ახალი ამბებით, პოლიტიკური თოქშოუებით, ანალიზით, დისკუსიით სპორტით, კულტურითა და ხელოვნებით; TRT- ს გამოცდილება თქვენს ეკრანებზე. ზუსტი და მიუკერძოებელი პრინციპით TRT HABER-ი თქვენს ეკრანებზე. თქვენც სწორი ინფორმაციის მიღების უფლება გამოიყენეთ. ახალი ამბების ეკრანი TRT HABER-ი ყველგან...

TRT SPOR

TRT SPOR, რომელმაც მაუწყებლობა 2010 წლის აგვისტოს თვეში დაიწყო, ევროვნულ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს პირდაპირ ეთერში და ფირზე ჩაწერით მაყურებელს სთავაზობს.  TRT Spor-ის არხი სპორტის ყველა სახეობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

TRT AVAZ

TRT-AVAZ, რომელმაც მაუწყებლობა 2009 წელს დაიწყო, უზბეკეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, თურქმენეთში, აზერბაიჯაში, ბოსნია ჰერცეგოვინაში, ალბანეთში და თურქეთის ჩათვლით 8 ქვეყანაში და ამ ქვეყნების ენებთან ერთად შორეული აღმოსავლეთის, ბალკანეთის და თურქულენოვან ქვეყნებისათვის მაუწყებლობს. თურქეთსა და თურქულენოვან ქვეყნებს შორის კავშირს ამყარებს. მრავალ თურქულ დიალექტზე „ხმის“ მნიშვნელობის მქონე AVAZ-ი თურქულენოვანი ქვეყნების და ახლო აღმოსავლეთიდან კავკასიის ჩათვლით 250 მილიონ ადამიანს მიმართავს.

TRT ÇOCUK

 

TRT-ÇOCUK-ის არხი თანამედროვე თურქ ბავშვების ანიმაციური მუსიკით, ახალი ამბებით და სპორტის ყველა საჭიროებით მათი მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელი არხია. იგი ასევე ბავშვების  ზნეობრივი აღმზრდელობის თვალსაზრისითაც მნიშველოვან ფუნქციას ასრულებს. TRT-ÇOCUK-ის არხი ბავშვებს ასევე თურქული ენის და კულტურის გაცნობას  გასართობი მეთოდებით შესწავლას ისახავს მიზნად.  

TRT BELGESEL

TRT-BELGESEL,(დოკუმენტური) თურქეთის, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ და თურქულ ენებზე გამცნობი TRT-BELGESEL-ის არხი ისტორიის, საზოგადოების, ბუნების, გარემოს, სპორტის, კულტურა-ხელოვნების, მეცნიერების და ტექნოლოგიის შესახებ პროგრამებს იღებს და აშუქებს. TRT-BELGESEL-ის არხი 2009 წლის 17 ოქტომბრიდან მაუწყებლობს.

TRT MÜZİK

თურქეთისა და მსოფლიოს მუსიკის გამაერთიანებელი არხი TRT-MÜZİK-ს არხმა  საკონკურსო პროგრამებით, კონცერტებით, თაობების პროგრამებით, Top 10-ს პროგრამებით, სახალხო და კლასიკური მუსიკის პროგრამებით 2009 წლის 16 ნოემბერს დაიწყო მაუწყებლობა. არხზე როგორც ადგილობრივი ასევე უცხოური მუსიკის მოსმენაც არის შესაძლებელი.

TRT ARAPÇA

2010 წელში მაუწყებლობის დამწყები TRT-EL ARABIA-ს არხი თურქეთის საერთაშორისო არენაზე და განსაკუთრებით რეგიონის ქვეყნებში გაცნობის მიზნით იქნა შექმნილი. TRT-El Arabia-ს არხი თურქეთისა და არაბული სამყაროს საერთო ენაა. არხი ჯანდაცვის, ეკონომიკის, დრამის, სპორტის, მუსიკის, კულტურა-ხელოვნების, რელიგია-ზნეობის და სხვა მრავალი შინაარსის პროგრამებით  ყველა ასაკის მაყურებელს მიმართავს.  TRT-El Arabia-ს არხი არაბულ ენაზე მოსაუბრე 22 ქვეყანასა და სხვა ქვეყნებში მცხოვრებ არაბ მოსახლეობიდან 350 მილიონ ადამიანს მიმართავს.

TRT DİYANET

TRT-DİYANET 

TRT-ს და  თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს მხრიდან 2012 წელში დაარსებული დიანეთ ტელევიზია ერთი პერიოდი TRT Anadolu-ს  ერთად მაუწყებლობის შემდეგ 2012 წლის რამაზნის (მარხვის) თვიდან 24 საათიან მაუწყებლობაზე გადავიდა.

TRT TÜRK

TRT-TÜRK-ს არხი მსოფლიოს მიმართ თურქულ ენაზე მაუწყებლობის მიზნით შექმნილი არხია. თურქეთის და თურქი ხალხის გაცნობის მიზნით ახალი ამბების, კულტურის და ხელოვნების შემცველი პროგრამებით საზღვარგარეთ მცხოვრები თურქების და მონათესავე ერების მიმართ მაუწყებლობს. იგი ასევე მათ პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას. არ აქვს მნიშვნელობა თუ სად იქებიან ისინი.

TRT KURDÎ

TRT-KURDΠ

TRT-ს საერთაშორისო და განსაკუთრებით რეგიონის ქვეყნების ქურთულ ენაზე მაუწყებლობის შემცველი არხია. მისი გახსნის მიზანი ერთიანობა და თანადგომა გახლავთ. თანამედროვე სტანდარტებით ყველა ასაკის მაყურებელს მართავს.  TRT-Kurdî-ს არხმა მაუწყებლობა 2009 წლის იანვარში დაიწყო.

TRT OKUL

TRT OKUL (სკოლა)  2011 წლის იანვრის თვეში მაუწყებლობის დამწყები TRT Okul-ის არხი ანატოლიის უნივერსიტეტის მიერ მომზადებულ სასწავლო პროგრამასთან ერთად TRT-ს მხრიდან მომზადებულ საგანმანათლებლო-კულტურულ და სხვადასხვა პროგრამებს აშუქებს.

 

TRT 3

TRT 3-ს არხი,  საპარლამენტო მაუწყებლობით, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის TV-ით და TRT Spor-ის არხით დროის გადანაწილებით მაუწყებლობს.