თხილის ექსპორტიც გაიზარდა

3 თვეში 100 ათასი ტონა თხილი იქნა გატანილი

თხილის ექსპორტიც გაიზარდა

როგორც განაცხადა შავიზღვისპირეთის თხილისა და თხილის პროდუქტების ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ილიას ედიფ სევინჩმა, 2017-2018 წლის საექსპორტო სეზონის პირველ სამ თვეში, რომელიც 1 სექტემბერს დაიწყო, 648,3 მილიონი დოლარის ღირებულების 100 ათას 651 ტონა თხილი გაიტანეს ექსპორტში და ამით ერთგვარი რეკორდი დაამყარეს.

“გასული წლის ამავე პერიოდში ჩვენ უცხოეთში გავყიდეთ 620 მილიონი დოლარის ღირებულების 67 ათასი ტონა თხილი და თხილის ნაწარმი. მიმდინარე სეზონი მომავალი წლის აგვისტოში დასრულდება და მანამდის საექსპორტო მაჩვენებლებს კიდევ უფრო გავზრდით“, განაცხადა სევინჩმა



მსგავსი ინფორმაციები