სოჭი შთო-ის სამიტს მასპინძლობს

წევრებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა უნდა გაიზარდოს“

სოჭი შთო-ის სამიტს მასპინძლობს

 

სოჭი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მთავრობების ხელმძღვანელებისგან შექმნილი საბჭოს სამიტს მასპინძლობს.

მის გახსნაზე სიტყვით გამოსულმა რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა თქვა, რომ მართალია შანხაის ორგანიზაციას და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ უკვე 80 მილიარდ დოლარს მიაღწია, მაგრამ, საჭიროა ამ ორგანიზაციის წევრებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაზრდა-გაფართოება.

მისივე აზრით, შთო-იის ფარგლებში საჭიროა ერთი საერთო ბანკის შექმნაც. "ამ საკითხში ჩვენი კონსულტაციები უკვე წლების მანძილზე მიმდინარეობს და დროა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯი“, განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, ირანი და ავღანეთიც ითხოვენ შთო-ში გაწევრიანებას და მათი გაწევრიანების დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება არ არსებობს



მსგავსი ინფორმაციები