აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი ექსპორტს ზრდის

11 თვეში 1,3 მილიარდი დოლარის პროდუქცია გაიტანეს

აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი ექსპორტს ზრდის

 

როგორც აღნიშნა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ექსპორტიორთა ასოციაციის (DKİB) თავმჯდომარე აჰმეტ ჰამდი გურდოღანმა წერილობით გავრცელებულ განცხადებაში, ტრაპიზონის, რიზეს, ართვინისა და გუმუშჰანეს ოლქებიდან მიმდინარე წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში, მსოფლიოს 112 ქვეყანაში 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების ექსპორტი განახორციელეს.

მისივე თქმით, აქედან ყველაზე მეტი, 760 მილიონის ღირებულების თხილი, 240 მილიონის ახალი ხილი და 135 მილიონის კი სამთო და სამთამადნო პროდუქცია გაიტანეს.

“ყველაზე მეტი პროდუქცია რუსეთში, იტალიაში, გერმანიაში, საქართველოში და საფრანგეთში გავიტანეთ“, აღნიშნულია გურდოღანის წერილში



მსგავსი ინფორმაციები