რუსეთში საპროცენტო განაკვეთი შეამცირეს

იგი 7.5 ნიშნულამდე დაიყვანეს

რუსეთში საპროცენტო განაკვეთი შეამცირეს

 

რუსეთის ცენტრალური ბანკის განცხადებით, ინფლაციის მოლოდინის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთები 0.25 საბაზისო პუნქტით შეამცირეს რა, იგი 7.5-მდე დაიყვანეს.

ბანკის განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყანაში ინფლაციის რისკის ნიშნები გრძელდება, ხოლო ამის პარალელურად გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე გაურკვევლობაც გაიზარდა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთში გასული წლის ბოლო საინფლაციო მაჩვენებელს 4 პროცენტის დონეზე ელიან და მომავალ წელსაც ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ ისევ 4 პროცენტის დონეზე იქნება.

“საპროცენტო განაკვეთის შემცირება გაგრძელდება წლის ბოლომდე და ამასთან მკაცრი ფისკალური პოლიტიკიდან თანდათანობით უფრო ნეიტრალურ პოლიტიკაზე გადავალთ“, აღნიშნულია  რუსეთის ცენტრალური ბანკის განცხადებაში

 



მსგავსი ინფორმაციები