Lufthansa-მ 800-ზე მეტი რეისი გააუქმა

Lufthansa-მ გაერთიანებული მომსახურების პროფკავშირების ხვალინდელი გაფიცვის გამო 800-ზე მეტი რეისი გააუქმა

Lufthansa-მ 800-ზე მეტი რეისი გააუქმა

გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ გაერთიანებული მომსახურების პროფკავშირების (Ver.di) ხვალინდელი გაფიცვის გამო 800-ზე მეტი რეისი გააუქმა, რაც დაახლოებით 90 ათას მგზავრზე იქონიებს გავლენას.

Lufthansa-ში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ Ver.di-ს 10 აპრილის ქვეყნის მასშტაბის გაფიცვა ფრანკფურტის, მიუნხენის, კიოლნის და ბრემენის აეროპორტებზე იმოქმედებს.

განცხადებაში ნათქვამია: „ხვალ გაფიცვის გამო Lufthansa იძულებული გახდება 58 გრძელმანძილიანი რეისის ჩათვლით გეგმიური 1600 რეისიდან 800-ზე მეტი გააუქმოს. რეისების გაუქმება გავლენას 90 ათასს მგზავრზე იქონიებს.“

მგზავრები გააფრთხილეს აეროპორტებში გამგზავრებამდე რეისების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღონ და ასევე გაითვალისწინონ აეროპორტების უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტებში შესაძლო შეფერხებები.

Ver.di-ს განცხადებით, ხვალ ქვეყნის მასშტაბით საჯარო მოხელეების გაიფიცებიან. პროფკავშირი 2.3 მილიონი საჯარო მოხელისთვის თვეში მინიმუმ 200 ევროს ხელფასების 6%-ით გაზრდას მოითხოვს.

დამსაქმებლები კი აცხადებენ, რომ ეს ციფრი მაღალია და ამას არ თანხმდებიან.


საკვანძო სიტყვები: რეისი , გაფიცვა , Lufthansa

მსგავსი ინფორმაციები