ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 7,4%-ით გაიზარდა

თურქეთის ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 7,4%-ით გაიზარდა

ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 7,4%-ით გაიზარდა

თურქეთის ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 7,4%-ით გაიზარდა.

2018 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ამავე კვარტალთან შედარებით  სოფლის მეურნეობის სექტორი 4,6%-ით, სამრეწველო სექტორი 8,8%-ით, სამშენებლო სექტორი 6,9%-ით გაიზარდა.

ვაჭრობის, ტრანსპორტის, სასტუმროების და კვების მომსახურების სექტორების მთლიანობაში დამატებითი ღირებულება კი 10%-ით გაიზარდა.  

არაკალენდარულმა მთლიანმა შიდა ეროვნულმა პროდუქტმა 2018 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ამავე კვარტალთან შედარებით 7,2%-ით მოიმატა.

არასეზონური და არაკალენდარული მთლიანი შიდა ეროვნული პროდუქტი წინა კვარტალთან შედარებით 2%-ით გაიზარდა.

ამ მონაცემებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა: „ყველა ეკონომიკური შემოტევის და თამაშის მიუხედავად, მყარ მაკრო საძირკველზე, ძლიერი ეკონომიკური ზრდა გრძელდება.“


საკვანძო სიტყვები: ეკონომიკა

მსგავსი ინფორმაციები