სარა ნეთანიაჰუ სასამართლოზე წარსდგა

მას სახელმწიფო თანხების გამოყენებას ედავებიან

სარა ნეთანიაჰუ სასამართლოზე წარსდგა

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მეუღლე სარა ნეთანიაჰუ, სახელმწიფო თანხების  თაღლითურად გამოყენების ბრალდებით, კონკრეტულად კი პირადულ კვებასა და სასმელებზე დახარჯვის გამო, სასამართლოზე წარსდგა.

მიღებული ცნობებით სარა ნეთანიაჰუმ უარყო ეს  ბრალდებები და სასამართლო გადაიდო 13 ნოემბრისთვის.

სარა ნეთანიაჰუ ივნისში, თაღლითობისა და ნდობის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

მიუხედავად იმისა, რომ სარა ნეთანიაჰუ სახლში ხელფასიანი მზარეულია, მას მაინც დაახლოებით 100,000 დოლარის ღირებულების მზა საჭმელების შეკვეთა ჰქონია მიცემული.

მოკლედ, მის მიმართ მომზადებული საბრალდებო დასკვნის მიხედვით, სარა ნეთანიაჰუმ 2010-2013 წლებში სახელმწიფო ფონდიდან 100 ათასი დოლარის მზა საკვები იყიდა.

ისრაელის კანონმდებლობით, მთავრობის წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება გამოყონ ბიუჯეტი მზა საკვებისათვის, თუ მათ სახლში ხელფასიანი მზარეულია.



მსგავსი ინფორმაციები