თურქული ნაკადის ორივე მილსადენში პირველი გაზის მიწოდება 2020 წლის 1 იანვარს დაიწყება

თურქული ნაკადის ორივე მილსადენში პირველი გაზის მიწოდება 2020 წლის 1 იანვარს დაიწყება

თურქული ნაკადის ორივე მილსადენში პირველი გაზის მიწოდება 2020 წლის 1 იანვარს დაიწყება

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრ,  ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ  გაზსადენ „თურქულ ნაკადი“-ს ორივე მილში  პირველი გაზის მიწოდება 2020 წლის 1 იანვარს დაიწყება.  მან ამის შესახებ საინფორმაციო არხ „რასია 24“-თან მიცემული ინტერვიუს დროს განაცხადა. „ამ თვალსაზრისით ორი არჩევანი გვაქვს. პირველი მილსადენების, საბერძნეთის გავლით ევროპაში შეყვანა, მეორე კი ბულგარეთის, სერბეთის, უნგრეთის და ავსტრიის გავლით ევროპაში შეყვანა. ჩვენი პირველი პრიორიტეტული მარშუტი კი ბულგარეთის გავლით ავსტრიაში შეყვანაა. ‘თურქული ნაკადი’-ს მშენებლობა დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით გრძელდება, რომლის  მიხედვითაც 2020 წლის 1 იანვარს ორივე მილში 31,5 მილიარდი კუბური მეტრის გაზი იქნება გაშვებული,“ განაცხადა ალექსანდრ ნოვაკმა. მეორეს მხრივ რუსეთის  ენერგო-გიგანტის, „გაზპრომის“ პრეზიდენტ,   ალექსეი მილერმა გასულ კვირას  განაცხადა, რომ თურქული ნაკადის საზღვაო მონაკვეთის მშენებლობას ორი თვის განმავლობაში ასრულებენ. რუსული ბუნებრივი აირის თურქეთის გავლით ევროპაში მისაწოდებელი პროექტი „თურქული ნაკადი“ ორი მილისაგან შესდგება რა, თითოეული მილით ყოველწლიურად 15,75 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდება იგეგმება.



მსგავსი ინფორმაციები