ჩინეთი და ინდონეზია დოლარით ვაჭრობას გაურბიან

მათ კონტრაქტი იუანზე გააფორმეს

ჩინეთი და ინდონეზია დოლარით ვაჭრობას გაურბიან

 

ჩინეთსა და ინდონეზიას შორის 200 მილიარდი იუანის (დაახლოებით 28.8 მილიარდი დოლარი) ღირებულების  swap-ის კონტრაქტი გაფორმდა, რითაც გვერდი აუარეს და თამაშგარე მდგომარეობაში დასტოვეს დოლარი.

ჩინეთის ცენტრალური ბანკის განცხადებით, ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა 28.8 მილიარდი დოლარის მოცულობის შეთანხმებას, რათა ხელი შეეწყოს ვაჭრობის, საინვესტიციო და ფინანსური ბაზრის სტაბილურობის უზრუნველყოფას.

ამავე ცნობით, ხელშეკრულების ვადა, რომელიც მოქმედებს სამი წლის განმავლობაში, შეიძლება გაგრძელდეს ორი მხარის მოთხოვნით.



მსგავსი ინფორმაციები