თსი-მა ოქტომბრის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები გამოაქვეყნა

ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი შემცირდა

თსი-მა ოქტომბრის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები გამოაქვეყნა

 

თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა ოქტრომბრის და ბოლო 10 თვის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები გამოაქვეყნა და მისი მიხედვით, ოქტომბერში ექსპორტი 13%-ით გაიზარდა რა, 15 მილიარდი 719 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო 10 თვის მაჩვენებელი 7,6%-ით გაიზარდა და 139 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ამავე სტატისტიკით, იმპორტი კი ოქტომბერში 23.8%-ით დაეცა და 16 მილიარდ 176 მილიონ დოლარამდე დავიდა, 10 თვის იმპორტი კი მხოლოდ 0,1%-ით გაიზარდა და 190,3 მილიარდ დოლარს მიაღწია, ე.ი. ხსენებულ პერიოდში საგარეო ვაჭრობის დეფიციტი 51 მილიარდ დოლარამდე დაეცა.

იმპორტის ექსპორტის თანაფარდობა გასული წლის ოქტომბერში თუ 65.6%-ი იყო, ეს ციფრი წელს გაიზარდა და 97.2%-ი შეადგინა.

ამავე პერიოდში იმპორტის კოეფიციენტი ექსპორტთან შედარებით 72.9%-ი გახდა



მსგავსი ინფორმაციები