თურქეთში 161 ათას 800 მილიონერია

ამ მეანაბრეების დეპოზიტების მთლიანი რაოდენობა თურქული ლირის ბაზაზე 1 ტრილიონ 24 მილიარდ 25 მილიონ ლირას შეადგენს

თურქეთში 161 ათას 800 მილიონერია

თურქეთში მილიონერთა ანგარიშებს გასულ წელში 144,3 მილიარდი ლირის ღირებულების ვალუტა, 41,5 მილიარდი თურქული ლირა, 2, 6 მილიარდი ლირის ოქრო დაემატა.

საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის ბოლოსათვის ანგარიშზე ერთი და მეტი მილიონი ლირის მქონე ადამიანთა რაოდენობა 161 ათას 800-ია.

ამ მეანაბრეების საბანკო ანგარიშებზე არსებული დეპოზიტების მთლიანი რაოდენობა თურქული ლირის ბაზაზე 1 ტრილიონ 24 მილიარდ 25 მილიონ ლირას შეადგენს.

მილიონერი მეანაბრეების ბანკებში არსებული დეპოზიტები შედგება 465 მილიარდ 687 მილიონი ადგილობრივი ფულის ერთეული თურქული ლირისგან, 552 მილიარდ 519 მილიონი ლირის სავალუტო ანგარიშებისგან, 5 მილიარდ 819 მილიონი ლირა ძვირფასი ლითონის დეპოზიტების ანგარიშებისგან.  

გასულ წელში კი მილიონერების ანგარიშებზე 3 მილიარდ 175 მილიონი ლირის ოქრო, 408 მილიარდ 209 მილიონი ლირის ვალუტა და 424 მილიარდ 237 მილიონი თურქული ლირა ირიცხებოდა

ამგვარად, გასულ წელში ანგარიშებს დაახლოებით 2,6 მილიარდი ლირის ოქრო, 144,3 მილიარდი ლირის ვალუტა და 41,5 მილიარდი თურქული ლირა დაემატა.



მსგავსი ინფორმაციები