ქუვეითი ბაღდადს რეკონსტრუქციაში ეხმარება

მან ერაყს  85 მილიონი დოლარი გადაურიცხა

ქუვეითი ბაღდადს რეკონსტრუქციაში ეხმარება

 

ქუვეითმა განაცხადა, რომ ერაყის რეკონსტრუქციისთვის დახმარების მიზნით, ამ ქვეყანას 85 მილიონი დოლარი გადაურიცხა. ქუვეითის განვითარების ფონდის მიერ გავრცელებული წერილობითი განცხადებით, გასულ წელს ჩატარებულ ქუვეითის კონფერენციაზე, მათ ერაყის რეკონსტრუქციის ფარგლებში 100 მილიონი დოლარის დახმარება ივალდებულეს და ამ თანხიდან 85 მილიონი დოლარი უკვე გადაურიცხეს რა ბაღდადს, ამ თანხით ერაყის სხვადასხვა რეგიონში, განსაკუთრებით ტერორიზმისგან დაზარალებულ რეგიონებში, 32 ჯანდაცვის ცენტრი და საავადმყოფო აშენდება. 2018 წლის თებერვალში ქუვეითში ჩატარდა  ერაყის რეკონსტრუქციის კონფერენცია და მასზე დადგინდა, რომ ქვეყანას მომავალი 10 წლის განმავლობაში  მისი რეკონსტრუქციისთვის ესაჭიროება 88 მილიარდი დოლარი



მსგავსი ინფორმაციები