5 ნოემბერი ისტორიაში

5 ნოემბერი ისტორიაში

5 ნოემბერი ისტორიაში

5 ნოემბერი ისტორიაში 

1638 წლის 5 ნოემბერს სულთან მურად IV-ის მეთაურობთ ოსმალეთის არმია მოსულში შევიდა. 1622 წელს სეფიანთა მხრიდან დაპყრობილი ქალაქის აღების შემდეგ მურად IV-ემ ირანის მიერ დაპყრობილი ქალაქი ბაღდადიც გაანთავუსუფლა და ოსმალეთს შეუერთა.

1914 წლის 5 ნოემბერს პირველი მსოფლიო ომის დროს ინგლისმა კვიპროსი დაიპყრო. 1877-1878 წლების რუსეთ ოსმალეთის ომში დამარცხებულმა ოსმალეთმა რუსეთ-ინგლისს შორის ალიანსის გამო კვიპროსი 99 წლით ინგლისს მიაქირავა, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთი გერმანიის მხარეს დადგომით დასუსტდა რა, ისარგებლა ინგლისმა და კვიპროსი მთლიანად დაიპყრო.

1994 წლის 5 ნოემბერს ამერიკელი მძიმე წონის მოკრივე ჯორჯ ფორმანი მასზე 19 წლით უმცროს მოკრივე მაიკლ მორერს დაუპირისპირდა და იგი მე-10 რაუნდში დაამარცხა, რითაც მსოფლიო ისტორიაში უხუცესი მოკრივის სახელით იქნა შეყვანილი. იგი ყველა დროის ლეგენდარულ მოკრივედ არის მიჩნეული. ფორმანი ამ შეხვედრის დროს 45 წლის ასაკში იყო.

2006 წლის 5 ნოემბერს თურქეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, პოლიტიკოსი, მწერალი და ჟურნალისტი ბულენთ ეჯევითი ანკარაში გარდაიცვალა. 1925 წელს დაბადებულმა ეჯევითმა პოლიტიკური მოღვაწეობა 1957 წელს პარლამენტარად არჩევის შემდეგ დაიწყო. იგი 1974 წლის კვიპროსის სამშვიდობო პროცესის დროს პრემიერმინისტრი იყო. 1980 წლის 12 სექტემბრის სამხედრო გადატრიალების დროს ეჯევითი დააპატიმრეს. 1987 წელს იგი ხელმეორედ დაბრუნდა პოლიტიკაში და მეუღლის რაჰშან ეჯევითის მიერ ჩამოყალიბებულ დემოკრატიულ მემარცხენე პარტიას ჩაუდგა სათავეში. 1999 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგებით ბულენთ ეჯევითი მეორედ გახდა პრემიერმინისტრი. იგი პოლიტიკასთან ერთად პოლიტიკური ნაწარმოებების და ლექსების წერითაც არის ცნობილი.


საკვანძო სიტყვები: ნოემბერი , ისტორია , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები