11 ნოემბერი ისტორიაში

11 ნოემბერი ისტორიაში

11 ნოემბერი ისტორიაში

11 ნოემბერი ისტორიაში

1831 წლის 11 ნოემბერს თურქეთში გამოსული პირველი თურქული გაზეთის თაქვიმის პირველი ნომერი გამოიცა. სულთან მაჰმუდ II-ის პერიოდში გამოცემული გაზეთი ხანდახან სომხურ, ფრანგულ, არაბულ და ბერძნულ ენებზეც გამოდიოდა.

1918 წლის 11 ნოემბერს გერმანიის და ანტანტის წევრებს შორის კომპეინის ზავით პირველი მსოფლიო ომი ოფიციაურად დასრულდა. ამ  ზავის მიხედვით გერმანიამ მარცხი ოფიციალურად აღიარა. ოთხ წელს გაგრძელებულ პირველ მსოფლიო ომში გერმანიამ მთლიანობაში 3 მილიონ 750 ათასი სამხედრო დაკარგა. კომპეინის ზავიდან ერთი წლის შემდეგ 1919 წელს პარიზში შეკრებილმა ანტანტის წევრებმა საკუთარი ქვეყნების საზღვრები დაადგინეს.

2004 წლის 11 ნოემბერს პალესტინის განმანთავისუფლებელი ლიდერი იასირ არაფატი გარდაიცვალა. 1929 წელს დაბადებულმა არაფატმა 1950 წლიდან მოყოლებული პალესტინის დამოუკიდებლობისთ[ის იბრძიდა. 1993 წელს ისრაელთან დაწყებულ ოსლოს მოლაპარაკებებზე ძალადობის უარმყოფელ არაფატს ერთი წლის შემდეგ ნობელის მშვიდობის პრემია გადაეცა.  2004  წელს იგი ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა დააპატიმრეს და ერთ-ერთ სახლში ჩაამწყვდიეს რის შედეგადაც იგი შეუძლოდ გახდა. ამის შემდეგ არაფატი პარიზში სამკურნალოდ იქნა წაყვანილი სადაც გარდაიცვალა.

2005 წლის 11 ნოემბერს ფილმ ”შუამავალი”-ს რეჟისორი მუსტაფა აქქადი გარდაიცვალა. წარმოშობით სირიელი, ამერიკელი რეჟისორი იორდანიაში  სამ სასტუმროზე მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა.  19 წლის ასაკში ამერიკაში წასულმა აქქადიმ კალიფორნიის უნივერსიტეტში თეატრალური დაამთავრა. მას ჰოლივუდში მრავალი წარმატებული ფილმი ჰქონდა გადაღებული. მისი რეჟისორობით იქნა ასევე  ფილმ ”უდაბნოს ლომი”-ს და  ”ომარ მუტარი”-ს გადაღება. იგი ჰოლივუდში  წარმატების მიმღწევ მუსლიმან რეჟისორთაგან ერთ-ერთი იყო.

 

 


საკვანძო სიტყვები: ნოემბერი , ისტორია , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები