ტრამპის გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომაც დაამტკიცა

6 მუსლიმანური ქვეყნის მოქალაქეებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა

ტრამპის გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომაც დაამტკიცა

აშშ-ში უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რომელიც ექვსი მუსლიმანური სახელწიფოს მოქალაქეებს ამ ქვეყანაში შესვლას და ამ მიზნით ვიზების გაცემას უკრძალავს, შეიძლება მისი ცხოვრებაში გატარება.

ასე რომ, ამიერიდან ამერიკაში შესვლა აეკრძალებათ სირიის, ლიბიის, სომალის, ირანის, იემენის და ჩადის მოქალაქეებს, თანაც იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხსენებული ქვეყნების მოქალაქეებს ამერიკელ პირებთან თუ სტრუქტურებთან კავშირები ექნებათ.

ვაშინგტონმა აკრძალვის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 24 სექტემბერს მიიღო, მაგრამ, 17 ოქტომბერს ამ გადაწყვეტილების შეჩერების განაჩენი გამოიტანა ჰავაის ფედერალურმა მოსამართლემ, რის შემდეგაც ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა უზენაეს სასამართლოში



მსგავსი ინფორმაციები