ყარაგანდაში შავი თოვლი მოდის

ეს გამოიწვია გაბინძურებულმა ჰაერმა

ყარაგანდაში შავი თოვლი მოდის

 

ყაზახეთის ცენტრალურ ნაწილში, კონკრეტულად კი ყარაგანდის ოლქის ქალაქ თემირთაუში შავი თოვლი მოვიდა, რამაც ადგილობრივი მცხოვრებლები ძალზედ გააოცა და სოციალური ქსელებიდან გავრცელებულ მესიჯებში ხელისუფლებას ამ ფაქტის გამოკვლევა მოსთხოვეს.

ხელისუფლებამ შეისმინა მათი თხოვნა და ადგილზე მიავლინა მკვლევარები.

ზოგიერთები თვლიან, რომ ჰაერის დაბინძურება გამოიწვია ამ რეგიონში მოქმედმა მსხვილმა რკინის და ფოლადის მწარმოებელმა ქარხნებმა, რომელთა საკვამლე მილებიდან ყოველთვის მსხვილი შავი კვამლი გამოდის.

თემირთაუს მცხოვრებლებმა ხელმოწერის კამპანია დაიწყეს, რომელშიც ყარაგანდაში და თექირთაუში მოქმედი ზოგიერთი ქარხნების დახურვა მოითხოვეს და შეგროვებული ხელმოწერები ამ ქვეყნის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილს, ალია ნაზარბაევას გაუგზავნეს, რომელიც გარემოს დაცვის ორგანიზაციის თავჯდომარეს წარმოადგენს.

ხსენებული რეგიონები გაბინძურებული ჰაერით და მიტოვებული ნარჩენებით ყაზახეთის და მსოფლიოს ერთ ერთ ყველაზე ცნობილ ტერიტორიებს წარმოადგენენ და ზოგიერთი ცნობებით, მარტო 2016 წელში 600 ათასი ტონა მავნე ნარჩენები კვამლის სახით გაიგზავნა  ცაში.

ამ დროს ყაზახეთის ხელისუფლებამ ძლიერი თოვლის ქარიშხლის გამო რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა



მსგავსი ინფორმაციები