ერდოღანი „Kut'ül Amare“-ს სერიალის პრეზენტაციას დაესწრო

მისი პირველი სერია 18 იანვარს TRT 1-ს არხზე გავა

ერდოღანი „Kut'ül Amare“-ს სერიალის პრეზენტაციას დაესწრო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის (TRT) ახალ სერიალ, „ქუთულ ამარე“-ს პრეზენტაციას დაესწრო. პრეზიდენტის სასახლის კულტურის დარბაზში გამართულ პრეზენტაციაზე პრეზიდენტი ერდოღანი,  პრემიერმინისტრი  ილდირიმი მეუღლეებთან ერთად  და სერიალის მსახიობებიც  ესწრებოდნენ. გუშინდელ პრეზენტაციაზე სერიალის პირველი ნაწილი იქნა ნაჩვენები. სერიალ „ქუთულ ამარე“-ში პირველი მსოფლიო ომის დროს, ერაყის ფრონტზე ანტანტის ძალებსა   და ოსმალეთის არმიას შორის მომხდარი ბრძოლაა ასახული.  მისი პირველი სერია 18 იანვარს TRT 1-ს არხზე გავა.



მსგავსი ინფორმაციები