ანგელა მერკელი საფრანგეთს ეწვია

ეს არის მისი მეოთხე ვადით არჩევის შემდეგ პირველი ვიზიტი უცხოეთში

ანგელა მერკელი საფრანგეთს ეწვია

 

გერმანიის პრემიერ-მინისტრმა ანგელა მერკელმა, მეოთხე ვადით არჩევის შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში განახორციელა, სადაც მას ოფიციალური მიღება მოუწყო ამ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზედაც განაცხადეს, რომ  ევროკავშირში საჭირო რეფორმების განხორციელების მიზნით აქტიურად ითანამშრომლობენ და ამ მიზნით ივნისამდის საგზაო რუკასაც მოამზადებენ, რომელშიც მათი ერთობლივი მიგრაციის პოლიტიკაც იქნება ასახული. მაკრონის განცხადებით, ამ საგზაო რუკაში ევროპული ეკონომიკის, თავდაცვის, ლტოლვილთა, კვლევისა და განათლების პოლიტიკაც იქნება ასახული. გერმანიის პრეზიდენტმა მერკელმა კი განაცხადა, რომ ამიერიდან ევროკავშირმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული კრიზისების მოგვარებაში წამყვანი როლი უნდა ითამაშოს



მსგავსი ინფორმაციები