15-22 აპრილი ტურიზმის კვირეული

15-22 აპრილი ტურიზმის კვირეული

15-22 აპრილი ტურიზმის კვირეული

მსოფლიოში მეოცე საუკუნეში გაიზარდა ტურისტული საქმიანობა, რამაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს ახალი ადგილებისა, კულტურების გაცნობის და შვებულების სხვა ადგილებში გატარების საშუალება მისცა. დღესდღეობით ტურიზმის სხვადასხვა სფეროები კულტურული, საზღვაო, ჯანდაცვის, სპორტული და მრავალი სხვა არსებობს. თურქეთი ამ სფეროების გამრავალფეროვნებით 2023 წლისათვის მსოფლიო ტურიზმის პირველ ხუთეულში მოხვედრას ცდილობს. სათანადო სახელმწიფო ორგანოები, კერძო სექტორი, თურქეთის ტურიზმის მოხალისე ელჩები და ქვეყნიდან კარგი მოგონებებით წასული ტურისტები თავიანთ წვლილს შეიტანენ ამ მიზნის მიღწევაში. ახალი ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად სუფთა ბუნებით და ათასწლოვანი კულტურული ღირებულებებით თურქეთი მსოფლიოს ოთხივე კუთხიდან ელოდება ტურისტებს.


საკვანძო სიტყვები: კვირეული , ტურიზმი

მსგავსი ინფორმაციები