გლობალური პერსპექტივა 41

განათლების უნივერსალური პრინციპები 2

გლობალური პერსპექტივა 41

გლობალური პერსპექტივა 41.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

განათლების უნივერსალური პრინციპები 2

თემასთან დაკავშირებით  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

ორი კვირის წინანდელ პროგრამაში კარგ და ცუდ განათლებაზე და სხვა ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემის ჩვენც ცხოვრებაში ზეგავლენაზე გავამახვილე ყურადღება. ასევე აღვნიშნე, რომ  ჩვენ როგორც ერთი პლანეტის ოჯახი, განათლების უნივერსალურ პრინციპების ჩამოყალიბებაზეც ვისაუბრეთ. დღევანდელ პროგრამაში კი ამ საკითხზე საუბარს გავაგრძელებთ.

ზოგადი ზნეობის მატარებელი პიროვნებები უნდა აღვზარდოთ

დადასტურებულია, რომ ადამიანები, რომლებიც სოციალურ ცხოვრებით ცხოვრობენ, პრინციპულად უფრო ზნეობრივი არიან. უფრო უკეთესი ცხოვრებისთვის ასეც უნდა იყოს. ეთიკური ცხოვრება კი ყოველგვარი ცუდი და არასწორი საქციელისგან შორს დგომაა.  დავფიქრდეთ აბა ამ ყველაფრისგან შორს დგომით  ერთ მშვენიერ დღეს გავედით სახლიდან გარეთ. პირველ რიგში თუ შევძლებთ ასეთ რამეს? თუ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ სახლიდან როცა გავალთ ჩვენზე თავდასხმას არავინ განახორციელებს? მაშინ, როდესაც ყოველთვის ვფიქრობთ, რომ ქუჩაში მყოფი ადამიანები დაგვაყაჩაღებენ, როგორ უნდა მოვიქცეთ? ნუთუ ყველა ცუდია? ან კიდევ არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებიც ალალი შრომით ლუკმა პურის მოპოვების ნაცვლად, ცდილობენ  სხვას გამოსძალონ და ასე იცხოვრონ, მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ? მსგავსი მაგალითები შეიძლება კიდევ მრავლად მოვიყვანოთ. შესაძლებელია თუ არა, საზოგადოებრივი ცხოვრება ასეთ სასტიკ გარემოში?

თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს სოციალური ცხოვრებით, ცხოვრება, მაშინ ზოგადი ზნეობის მაღალ დონეზე მყოფი პიროვნებები უნდა აღვზარდოთ და განათლების ერთ-ერთი მთავარი პრინციპიც ეს უნდა იყოს. ამ პრინციპების ჩამოყალიბება კი არც თუ ისე რთულია. სხვადასხვა კულტურებში მსგავსი მაგალითების ნახვა შესაძლებელია.

განათლების ისეთი სისტემა უნდა დაინერგოს, რომ აღსაზრდელის ორი დღე ერთმანეთის მსგავსი არ იყოს. ასევე განათლება, უნდა  ეფუძნებოდეს  სამართლიანობას, პოზიტიურ მსოფლმხედველობას და ზნეობის პრინციპებს. განათლება თუ  არ არის დაფუძნებული ამ ღირებულებებზე ან  არ შეიცავს ამ ღირებულებებს, შეიძლება ძალიან საშიში იყოს კაცობრიობისთვის.

მსოფლიო ომები, ტერორისტული თავდასხმები, ყველა სახის გამოგონება, რომელიც მიზნად ისახავს სხვების განადგურებას, ეს ყველაფერი   თითქოს და მაღალკვალიფიციური განათლების მიმღები ადამიანების მიერ „მიღწეული“ წარმატებაა. ამიტომ უნდა აღინიშნოს, რომ ცოდნას თუ ცუდის მხრივ გამოიყენებ, კაცობრიობის ოჯახისთვის დიდი ზიანის მომტანია. ამ შემთხვევაში წმ. მუჰამმედ შუამავალის ვედრება  უნდა გავიხსენო. იგი, ღმერთს ასე ევედრებოდა: „არასასარგებლო განათლებისგან შენ დამიფარე.“  განათლების ისეთი სისტემა უნდა იქნეს ჩამოყალიბებული, რომ აღსაზრდელები, ყოველთვის კაცობრიობის კეთილდღეობისათვის ფიქრობდნენ და ამისათვის მუშაობდნენ. ამ თვალსაზრისით  ადამიანს ყველა პროფესია წმინდანად უნდა მიაჩნდეს და იმის მიხედვით მუშაობდეს, ოღონდ რა თქმა უნდა კაცობრიობის სასიკეთოდ.

 განათლება,  არს  ყველასთვის,არამედ აღსაზრდელის  პოტენციალის მიხედვით

მასობრივი განათლების მეთოდი, რომელიც ყველასთვის მიმართვის სახით გამოიყენება, მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ამ სისტემამ განათლება ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა. განათლების სისტემამ ყოველ პიროვნებას ერთი და იგივე კი არ უნდა ასწავლოს, არამედ მისი შესაძლებლობების მიხედვით მისცეს მას განათლება, რომლითაც იგი გამოადგება სამყაროს და საზოგადოებას.

ცხოვრებისეული განათლება

ტრადიციული განათლების დროს ძირითადად ოსტატის და შეგირდის ურთიერთობაა წინა პლანზე წამოყენებული, რა დროსაც შეგირდი განათლებას თვით ოსტატისგან ღებულობს. დღეისათვის კი განათლება და საგანმანათლებლო დაწესებულებები უფრო პროფესიონალურ მეთოდებს მართავენ. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ამ სისტემამ განათლებაში თეორია უფრო წინა პლანზე წამოაყენა.  ცნობილი მეცნიერი, აინშტაინი განათლებას ასე აფასებს:  „განათლება არის ის, რაც რჩება ადამიანს, როცა ყველაფერი დაავიწყდება, რაც სკოლაში ასწავლეს.“ განათლების მიზანი თუ მართლა ცხოვრებისეული მზადებაა, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი მიღება მხოლოდ სასკოლო ოთახებში არ არის საკმარისი.

არა ზეპირი არამედ საძიებო განათლება

განათლების მიღების მიზანი მხოლოდ წარსულის ან კიდევ ახლანდელი დროის შესწავლა კი არ უნდა იყოს, არამედ მომავლის მიმართ ძიებასაც უნდა დაეთმოს დიდი ადგილი. რა თქმა უნდა წარსულიც არ უნდა იქნეს დავიწყებული, მაგრამ ეს ყველაფერი  უკეთესი მომავლის აშენების მიზნით უნდა ხდებოდეს. ამიტომ, განათლების სიტემაში უნდა დაინერგოს პრინციპი, რომლის მიხედვითაც აღსაზრდელს უკეთესი მომავლის მიმართ კვლევებისკენ უბიძგებს. ადამიანის პოტენციალი მაშინ ვლინდება, როდესაც ფიქრობს, მსჯელობს და  კვლევებს ატარებს. განათლებამ ადამიანს საკუთარი თავის აღმოჩენის საფუძველი უნდა მისცეს. ამ თვალსაზრისით სახელმწიფოს შესაბამისმა დაწესებულებებმა კერძო სექტორიც უნდა გააკონტროლოს. რა თქმა უნდა კარგი  განათლება და  აკადემიური აღჭურვილობა ძალიან მნიშვნელოვანია.

იმ შემთხვევაში თუ ზემოთ ხსენებული კრიტერიუმები არ იქნება გათვალისწინებული, მომავალი თაობა საითკენ იქნება მიმართული არავინ იცის. ამიტომ საგანმანათლებლო პერიოდში ყველაფერი დეტალურად უნდა იქნეს გათვლილი, თუ გვინდა, რომ როგორც სამყაროსთვის ასევე კაცობრიობისთვის სასარგებლო თაობები აღვზარდოთ. განათლების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ასევე ის გახლავთ, თუ რას შევასწავლით აღსაზრდელებს და რა მიზნით, წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის  პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები