გლობალური პერსპექტივა 48

​​​​​​​გაადგილობრივებული ორიენტალიზმი 2

გლობალური პერსპექტივა 48

გლობალური პერსპექტივა 48.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

გაადგილობრივებული ორიენტალიზმი 2

გასული კვირის პროგრამაში აღვნიშნეთ, რომ ორიენტალისტურ კვლევებს  არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. დასავლელი მკვლევარები, რომლებიც ადრე,  საზოგადოებების შესახებ კვლევებს ადგილზე ჩასვლით აწარმოებდნენ, დღეისათვის ეს მეთოდი სულ სხვანაირად ხორციელდება ანუ, ადგილობრივი მეცნიერები და მკვლევარები თავიანთ ნამუშევრებს თვითონ აწვდიან დასავლელ მეცნიერებს და მკვლევარებს. დღევანდელ პროგრამაში კი ამ და მსგავს საკითხებზე გავამახვილებთ ყურადღებას.

საზოგადოებისთვის გაუცხოებული, გადაბირებული  ინტელიგენცია

საკუთარი ქვეყნისთვის არა სასარგებლო ნამუშევრებით დაბრუნებული ახალგაზრდობის  პრობლემა თითქმის 200 წელია გრძელდება. ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ საზღვარგარეთ განათლების მისაღებად გაგზავნილი ახალგაზრდობისთვის გაღებული ამოდენა მატერიალური დახმარება უქმად იხარჯება. ის იმედი, რომ საზღვარგარეთ გაგზავნილი საზოგადოების ნაწილი, რომელიც თითქოს და დაბრუნების შემთხვევაში სამშობლოს განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ, ვერანაირ შედეგებს ვერ ვღებულობთ და ახალ იმედებს, სხვა  გასაგზავნ ჯგუფებზე ვამყარებთ.  დასავლეთის ქვეყნებისთვის ჩატარებული კვლევებით სამშობლოში დაბრუნებული ნიჭიერი ადამიანები ისე ხდება, რომ დასავლეთის ქვეყნების სამსახურში გადაბირებულნი ბრუნდებიან. ანალოგიურია თვით თურქეთის შესახებაც და ეს პროცესი თითქმის 200 წელია გრძელდება.

განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებიდან საზღვარგარეთ წასვლა შეიძლება ითქვას, რომ დიდი პრივილეგიაა. ამ პრივილეგიის ადამიანებს სამშობლოში დაბრუნებისას დიდი უპირატესობა ენიჭებათ. აქედან გამომდინარე, სამშობლოში დაბრუნებული ეს ახალგაზრდობა ადგილობრივ საზოგადოებაზეც ზოგიერთ შემთხვევაში უარყოფით ზეგავლენას ახდენს. დაახლოებით ასი წლის წინ, ოსმალეთის სადრაზამ, (პრემიერმინისტრი) საიდ ჰალიმ ფაშას მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებით,  სიტუაციას უფრო კარგად გავეცნობით. ფაშა იმ დროს ასეთ კითხვას სვამდა: „დასავლეთის მცოდნე თუ საკუთარი ქვეყნის მცოდნე ინტელიგენტია სახიფათო?“ ფაშა, მისივე კითხვას თვითონ ასე პასუხობს: „ჩემის აზრით ორივე სახიფათოა  მაგრამ, ამ ორს შორის განსხვავება თუ გაინტერესებთ, დასავლეთის კარგად მაგრამ, საკუთარი ქვეყნის არ მცოდნე ინტელიგენტები უფრო სახიფათონი არიან.“ 

დიდი ხნის განმავლობაში საზღვარგარეთ დარჩენილი ადამიანი, რომელიც მისი ხალხის მიმართ გაუცხოელებულია, დაბრუნებისას მათდამი ზიზღით გამოირჩევა. სინამდვილეში კი ადგილობრივები, მათგან სულ სხვა პერფორმანსს ელოდებიან. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც საზღვარგარეთ ღებულობს განათლებას და სამშობლოში ბრუნდება, იქ ნასწავლის დანერგვას კი არ ცდილობს არამედ უმეტეს წილად კრიტიკით და ადგილობრივების დამცირებით გამოირჩევა.

საკუთარი თავის ორიენტალიზირება

სახელმწიფო დაწესებულებების და აკადემიური თვალსაზრისით საზღვარგარეთ კვლევების ჩასატარებლად გაგზავნილი მკვლევარები, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათ მიერ აღზრდილი თაობები უმეტეს შემთხვევაში ქვეყნის საზიანო ქმედებებით გამოირჩევიან.  დასავლეთის ქვეყნებში შესწავლილი თეორია და პრაქტიკა თვით დასავლეთისთვის  შეიძლება მართლაც და სასარგებლო იყოს მაგრამ, ანალოგიური არ შეიძლება ითქვას  სხვა ქვეყნებისთვის.

პრობლემის წყაროები

რა თქმა უნდა ის ქვეყნები სადაც განათლების მიზნით მიდიან, იქაც არიან მართლაც და მნიშვნელოვანი კვლევების ჩამტარებელნი.

ზემოთ ხსენებული საკითხების პრობლემები ასე შეიძლება განვმარტოთ: 

გაგზავნილი ქვეყნების მიერ ჩასატარებელი კვლევების შესახებ დირექტივების მიცემა და გარკვეული შეზღუდვების დაწესება.  რა თქმა უნდა ეს ყველა სფეროს ეხება. ზოგიერთ შემთხვევაში საზღვარგარეთ საგანმანათლებლო მისიით გასაგზავნი კანდიდატს ქვეყნის არჩევნის საშუალებაც კი არ ეძლევა.  

წამსვლელები საქმის ადვილი მეთოდით შესრულებას ცდილობენ. არსებობს ისეთი შემთხვევებიც, რომ საზღვარგარეთ წამსვლელები იმ ქვეყნის ენის საჭირო დონეზე დაუფლების გარეშე ატარებენ კვლევებს, რაც არასრულ ინფორმაციას იძლევა. მაგრამ, საკუთარი ქვეყნის შესახებ ჩატარებულ კვლევებს უფრო დეტალურად აწვდიან დასავლელ მკვლევარებს. ავსტრიაში განათლების მიმღები ერთ ერთი სტუდენტი „თურქეთ-ევროკავშირი“-ს პოლიტიკის შესახებ, ხოლო გერმანიაში განათლების მიმღები სტუდენტი „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ (AKP) შესახებ ატარებს კვლევებს. მე კი ამ შემთხვევაში ასეთი კითხვა მიჩნდება; საკითხები, რომლების შესახებაც ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც აქვთ ინფორმაცია, ამ საკითხებზე კვლევების ჩამტარებელი ახალგაზრდები სამშობლოში დაბრუნებისას ქვეყანას რა სარგებელს მოუტანს? ევროპელებისთვის აღნიშნული საკითხები შეიძლება საინტერესო იყოს მაგრამ, ჩვენ ქვეყანაში ამის შესახებ ყველამ იცის ყველაფერი.

იმ ქვეყნებში სადაც განათლების მიზნით მიდიან, იმპერიული ხედვის მქონე მეცნიერთა დირექტივებს ემორჩილებიან რა, ეს უმეტეს წილად მათზე დიდ უარყოფით  ზეგავლენას ახდენს.

ჩემის აზრით, ამ საკითხის უფრო ეფექტურობისთვის საჭიროა, ჩვენივე ქვეყანაში განათლების მიმღები ინტელიგენტების მიერ მაგალითად, ოსმალეთის ისტორიის შესახებ დეტალური კვლევების ჩატარება და დასავლელებისთვის გაცნობა იქნებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში საზღვარგარეთ განათლების მიზნით გაგზავნილი ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ კი არ აღიზრდებიან, არამედ, ისევ დასავლელების სასარგებლოდ გააგრძელებენ მუშაობას და კვლევების ჩატარებას  წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.


საკვანძო სიტყვები: პერსპექტივა , გლობალური

მსგავსი ინფორმაციები