გლობალური პერსპექტივა 49

დემონსტრაცია, ოპოზიცია, მმართველი ენა

გლობალური პერსპექტივა 49

გლობალური პერსპექტივა 49.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

დემონსტრაცია, ოპოზიცია, მმართველი ენა

გლობალიზაციის პერიოდში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მრავალმხრივ ცვლილებებს განიცდის. წარსულში იმის გაკეთებას, რასაც დიდი ხანი  ვერ ვახერხებდით, დღეისათვის უმოკლეს ვადაშია შესაძლებელი. სოციოლოგი,  დევიდ ჰარვი ამ ყველაფერს „დროისა და სივრცის  შეკუმშვა“-ს ადრის. ამ პერიოდში მოვლენები, ურთიერთობები და  ტრანსფორმაციები უფო სწრაფად ვითარდება. გლობალიზაციის პერიოდი შორეულ ტერიტორიებს  აახლოებს,  ახლო ტერიტორიებს კი  შორს ხდის. წარსულში დიდი ხნის შემდეგ ცნობილად გამხდარი მოვლენა,  დღეისათვის რამდენიმე წამში შეიძლება გახდეს ყველასათვის ცნობილი. ცხოვრება დღითიდღე შეიძლება ითქვას, რომ უფრო მარტივდება, მაგრამ ასევე შეიძლება ითქვას, რომ უფროც რთულდება.

თემასთან დაკავშირებით  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, თუ როგორ იმოქმედებენ ინდივიდუალური ჯგუფები, ინსტიტუტები, სახელმწიფოები და სხვა, რომლებიც სხვადასხვა იდენტობებთან, კულტურებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან ერთად ცხოვრობენ,  სხვადასხვა  პერიოდის მიხედვით ენის/დისკურსის  და პოზიციის მიხედვით  განსხვავდება.  ვინაიდან ტრადიციული ურთიერთობების დაკარგვის შემთხვევაში განსხვავებული იდენტობის ერთად თანაცხოვრება უფრო და უფრო რთულდება. დღეისათვის  ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი გაურკვევლობის მიზეზი,   გლობალურ დონეზე შეზღუდვა, სიძულვილი და მარგინალიზაციის პროცესი შეიძლება დასახელდეს.  მაგრამ, გაურკვევლობის შემთხვევაში, გამოყენებული  ენა და სხვების წინააღმდეგ დაჭერილი  პოზიცია ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე ინდივიდუალური, ჯგუფური, ინსტიტუციური თუ სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

როგორი ენა/დისკუსია/პოზიცია: დემონსტრაცია, ოპოზიცია, ძალა?

ფიზიკურმა პირებმა, ორგანიზაციებმა, სახელმწიფოებმა და სხვა სფეროს წარმომადგენლებმა განსხვავებული ცხოვრებით მცხოვრებლების მიმართ როგორი ენა უნდა გამოიყენონ? ამ კითხვაზე პასუხი ხანდახან მნიშვნელოვანია ჩვენი ქცევებისა და დისკურსების გაგების თვალსაზრისით, რომელსაც ჩვენ არ ვაფასებთ. ეს ყველაფერი  რა თქმა უნდა ფიზიკურ პირებს, ორგანიზაციებს და სახელმწიფოებსაც ეხებათ. ადამიანებს შორის ურთიერთობებში როგორი პოზიცია უნდა დავიჭიროთ? მათ წინააღმდეგ გამუდმებით რეაქტიული ენა უნდა გამოვიყენოთ? მათდამი ყოველთვის კრიტიკულად უნდა ვიყოთ განწყობილი? თუ კონსტრუქციული ენა უნდა გამოვიყენოთ? ამაში თუ რას ვგულისხმობ, ნება მომეცით ერთ-ერთ ღონისძიებაზე მონაწილეობის ამბავი გავიხსენო. ისლამური ქვეყნებიდან ერთ-ერთში, ერთ ღონისძიებაზე ვიყავი მიწვეული, რომელსაც ყოფილი პოლიტიკოსები, ბიუროკრატები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დახურულ შეხვედრაზე, ცხარე კამათი მიმდინარეობდა. როდესაც სიტყვა მე გადმომეცა ასეთი განცხადება გავაკეთე: „დიახ, ისლამურ სამყაროში მრავალი მტკივნეული და არასასიამოვნო მოვლენები ხდება.  ეს დახურული შეხვედრაა. ამიტომ, ჩვენ ამ პრობლემების გამოსავალს უნდა ვეძიოთ.“ ჩემი გამოსვლის შემდეგ დარბაზში სიმშვიდემ დაისადგურა.  ამ შეხვედრამ მე, სამი განსხვავებული ენის გამოყენება და პოზიცია შემასწავლა.

პირველი: ქუჩის ენა, რომელიც ზოგიერთ სიტუაციაში მართლაც და ეფექტურია. მაგალითად საპროტესტო აქციების დროს მონაწილეების გამხნევების  მიზნით. მაგალითისთვის  შეიძლება დასახელდეს, თურქეთში 2016 წლის 15  ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ გამართული აქციები.

მეორე:  ოპოზიციური ენა. ოპოზიციური ენა, სისტემაში დარჩენის მიზნით მთავრობის და მმართველების მიმართ გამუდმებით გამოყენებული კრიტიკის ენაა. ეს  ენა ოპოზიციის  მხოლოდ და მხოლოდ სისტემაში დარჩენას ემსახურება. იგი პრობლემის მოგვარებას ნაკლებად ითვალისწინებს. სინამდვილეში კი უკეთესი იქნება კრიტიკა, პრობლემის მოგვარების მიზნით გაკეთებული შეთავაზებებით დასრულდეს.

მესამე: ძალაუფლების ენა. ძალაუფლების ენა, ყოველთვის უნდა იყოს საზოგადოების გამაერთიანებელი  და არა, მმართველი პოზიციის შემნარჩუნებელი. ამიტომ მთავრობაში მომსვლელებმა ან კიდევ მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა, უფრო ფრთხილად უნდა ილაპარაკონ, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეებმა, ან კიდევ ოპოზიციის წევრებმა. რადგან, მათ სულ სხვა პასუხისმგებლობა გააჩნიათ საზოგადოებაში. ძალაუფლებაში მყოფების მიერ გამოყენებული ენა, მათ საზოგადოებაში დაჭერილ პოზიციაზეც მიუთითებს.

გარდა ამ სამი ენისა, არსებობს მაამებელი ენა, რომელიც გამუდმებით, რაღაცის გამორჩენას ემსახურება.  

კარგით,  თქვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში რომელ ენას იყენებთ და რა პოზიციით ცხოვრობთ? წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის  პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.


საკვანძო სიტყვები: პერსპექტივა , გლობალური

მსგავსი ინფორმაციები