სტამბოლის ხიდები იისფრად გაანათეს

ამით ეპილეფსიის დღე აღნიშნეს

სტამბოლის ხიდები იისფრად გაანათეს

 

სტამბოლის სიმბოლოდ გადაქცეული და ორი კონტინენტის, აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი 15 ივლისის შეჰიდთა ხიდი, ფატიჰ სულთან მეჰმედის ხიდი და იავუზ სულთან სელიმის ხიდები, მსოფლიო ეპილეფსიის დღესთან დაკავშირებით, წუხელ იისფერი შუქებით იყვნენ განათებულნი.

ამის ორგანიზატორი თურქეთის ეპილეფსიის და მასთან ბრძოლის ასოციაცია წარმოადგენდა რა, ამ  ფერით განათება მიზნად ისახავს ეპილეფსიასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.

ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პროექტი მიზნად ისახავს ნერვულ დაავადებებში ამჟამად ყველაზე გავრცელებულ ეპილეფსიასთან დაკავშირებულ არასწორი ინფორმაციისა და ცრურწმენის აღმოფხვრას, ხოლო ამის პარალელურად კი  ეპილეფსიით დაავადებული ადამიანების საზოგადოებაში რეინტეგრაციას



მსგავსი ინფორმაციები