თურქული საპატრულო კატერი მსოფლიოში ყველაზე სწრაფია

იგი საათში 37 მილის სისწრაფით დაცურავს

თურქული საპატრულო კატერი მსოფლიოში ყველაზე სწრაფია

მსოფლიოს ყველაზე სწრაფი საზღვაო კატერი თურქებმა დაამზადეს. 

თურქულმა გემთმშენებელმა კომპანია Ares-მა კატარის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან 17 ცალი საზღვაო პოლიციის საპატრულო კატერის შეკვეთა მიიღო და ამ შეკვეთიდან ერთ ერთი, 48 მეტრის სიგრძის  “Ares 150 Hercules OPV“-ს სახელწოდების კატერი უკვე მზად არის რა, მისი საზეიმო გადაცემა შემკვეთისათვის უახლოეს დღეებში, კონკრეტულად კი 8 დეკემბერს მოხდება.

ეს თურქული კატერი საათში 37 მილს გაივლის და იგი ჯერ ჯერობით მსოფლიოს ყველაზე სწრაფი საპატრულო გემი იქნება.

აქამდე არესმა კატარს 6 ცალი 24 მეტრიანი საპატრულო კატერი გადასცა. თურქული წარმოების კატერები სპარსეთის ყურეში და ინდოეთის ოკეანის სანაპიროებზე იპატრულირებენ   



მსგავსი ინფორმაციები