ირანში ინგლისურის სწავლება აკრძალეს

ირანში ინგლისურის სწავლება აკრძალეს

ირანში ინგლისურის სწავლება აკრძალეს

ირანის განათლების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, მეჰდი ნავიდ ეთემის განცხადებით, სახელმწიფო და კერძო დაწყებით სკოლებში ინგლისური ენის სწავლება კანონებსა და რეგულაციებს ეწინააღმდეგება.

ეთემმა ერთ-ერთი ადგილობრივი სატელევიზიო არხთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ინგლისური უკვე სასკოლო პროგრამების ნაწილი აღარ არის, ხოლო ინგლისურის კერძო გაკვეთილებთან დაკავშირებით შეფასებები არ გააკეთა.

ამავდროულად, გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, ირანის სულიერმა ლიდერმა ალი ხამანეიმ განაცხადა, რომ ადრეულ ასაკში ინგლისურის შესწავლა „დასავლეთის ირანში კულტურულ შეჭრას“ იწვევს.


საკვანძო სიტყვები: ინგლისური ენა , ირანი

მსგავსი ინფორმაციები