ცხელი ჩაი შესაძლოა კიბოს მიზეზი გახდეს

ცხელი ჩაი შესაძლოა კიბოს მიზეზი გახდეს

ცხელი  ჩაი შესაძლოა კიბოს  მიზეზი გახდეს

 ჩინელი მეცნიერების განცხადებით, ცხელი ჩაის რეგულარულად მიღებამ შესაძლოა საყლაპავის მილის კიბო გამოიწვიოს. ჟურნალ „Annals of Internal Medicine“-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით საკითხთან დაკავშირებით 30-დან 79 წლამდე  ასაკის, 456 ათას 155 ადამიანში კვლევები 10 წლის მანძილზე ჩატარდა. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ყოველდღიურად რეგულარულად ცხელი ჩაის და 15 გრამამდე ალკოჰოლის მიმღები ადამიანები საყლაპავის მილის კიბოთი ხუთჯერ უფრო მეტად ავადდებიან. კვლევების შედეგად ასევე დადგინდა, რომ სიგარეტის მწეველებში ეს რისკი ორჯერ უფრო მეტია. ამავე სტატიაში გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, 65 გრადუსზე ცხელი დასალევები შინაგან ორგანოებს დიდ ზიანს აყენებს რაც,  კიბოს რისკსაც ზრდის.



მსგავსი ინფორმაციები