მუსლიმების რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით იზრდება

2030 წლისთვის ევროპის მოსახლეობის 8%-ი, ხოლო ამერიკის მოსახლეობის 2,1%-ი მუსლიმანი უნდა იყოს

მუსლიმების რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით იზრდება

ანკარის სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიერ მომზადებული  ანგარიშის მიხედვით მსოფლიო მუსლიმანების 1/5 ევროპაში, ამერიკასა და ავსტრალიაში ცხოვრობს. ამავე ანგარიშის მიხედვით ევროპაში მუსლიმთა რაოდენობამ 44 მილიონს, ხოლო ამერიკაში 5 მილიონს მიაღწია. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მსოფლიოში მუსლიმანები ყველაზე დიდ დიასპორას ფლობენ. ანგარიში ასევე იმაზეც მიუთითებს, რომ კანადაში, საფრანგეთში, ავსტრიაში და გერმანიაში მუსლიმი მოსახლეობა უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე სხვების. ამ ანგარიშის მიხედვით ევროპაში ყველაზე მეტი მუსლიმანის მცხოვრები ქვეყანა ავსტრიაა, სადაც ისინი მოსახლეობის 21,2%-ს შეადგენენ. შეგახსენებთ, რომ ავსტრიაში ძალიან ბევრი ეთნიკური თურქი ცხოვრობს. ავსტრიის შემდეგ ევროპაში ყველაზე მეტი მუსლიმანები ბელგიაში, ბულგარეთში, დანიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიაში და სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ. ანკარის სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიერ მომზადებული  ანგარიშის მიხედვით  2030 წლისთვის ევროპის მოსახლეობის 8%-ი, ხოლო ამერიკის მოსახლეობის 2,1%-ი მუსლიმანი უნდა იყოს.



მსგავსი ინფორმაციები