რუსეთი ყირიმს პირდაპირ დაუკავშირდა

19 კმ-იანი ქერჩის ხიდი პუტინმა გახსნა

putin kamyon.jpg

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ საზეიმო ცერემონიით გახსნა მისი ქვეყნისა და ყირიმის ნახევარკუნძულის დამაკავშირებელი, 19 კმ-ის სიგრძის ქერჩის ხიდი, რომელიც გადებულია აზოვისა და შავი ზღვის შემაერთებელ ქერჩის სრუტეზე. რუსეთისა და ევროპის ეს ყველაზე უდიდესი ახალი ხიდი პუტინმა თავისი მხრიდან გამოყენებული ავტომანქანით გაიარა.

ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა პუტინმა ისტორიული უწოდა რა ამ მოვლენას, თქვა, რომ ამ ხიდით ყირიმს და სევასტოპოლს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდებიან

ქერჩის ხიდის გახსნაზე უარყოფითი რეაგირება მოახდინა  უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და მას უკანონოდ და საერთაშორისო წესების დარღვევით აშენებული უწოდა რა, ხაზი გაუსვა, რომ ამით რუსეთს, ყირიმის დროებითი ოკუპაციის ლეგიტიმაცია სურს, ამიტომაც, უკრაინა შეეცდება ქერჩის ხიდთან დაკავშირებით საერთაშორისო არენაზე სამართლებრივი უფლებების ძიებას.

რუსეთმა უკრაინაში შემავალი ყირიმის უკანონო ანექსია 2014 წელს მოახდინა   



მსგავსი ინფორმაციები