ნატო ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნებისთვის ემზადება

ნატო ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნების "Trident Juncture 18"-ისთვის ემზადება

ნატო ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნებისთვის ემზადება

ნატო ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნების "Trident Juncture 18"-ისთვის ემზადება.

29 წევრთან ერთად პარტნიორი ქვეყნების ავსტრალიის, ფინეთის, შვედეთის, იორდანიის, საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით 25 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე ნორვეგიაში გასამართი წვრთნები განსაკუთრებით მონაწილე სამხედროების რაოდენობითა და აღჭურვილობის კუთხით იქცევს ყურადღებას.

ნატო-ს უფლებამოსილთა განცხადებით, წვრთნების მიზანია შესაძლო საფრთხეების წინააღმდეგ ძალთა მზადყოფნის შემოწმება და ალიანსის თავდაცვისა და შემაკავებელი ძალის დემონსტრირება.  

"Trident Juncture 18" ნატო-ს მიერ 1980-იანი წლების შემდეგ ჩატარებული ყველაზე მასშტაბური წვრთნები იქნება. სამხედრო წვრთნები ალიანსის კოლექტიური თავდაცვის შესახებ მეხუთე მუხლის სცენარის მიხედვით გაიმართება.

წვრთნები, რომელშიც საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტერიტორიები იქნებ გამოყენებული ნორვეგიაში ჩატარდება, თუმცა საზღვაო მანევრებისთვის ჩრდილოეთ ატლანტიკის და ბალტიის ზღვას, საჰაერო მანევრებისთვის ფინეთის და შვედეთის საჰაერო სივრცეებს გამოიყენებენ.

სახმელეთო წვრთნების დროს წინასწარ განსაზღვრული სცენარის მიხედვით „ჩრდილოეთის“ და „სამხერთის“ ძალები ხმელეთსა და ზღვაზე იომებენ, საჰაერო ძალები კი ცალკე წვრთნებს ჩაატარებენ და თან ამ ძალებს გაუწევენ მხარდაჭერას.

წვრთნებში მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან 50 ათასი სამხედრო, 150 თვითმფრინავი, 60 გემი და 10 ათასი სატრანსპორტო საშუალება მიიღებს მონაწილეობას.

 


საკვანძო სიტყვები: სამხედრო წვრთნები , NATO , ნატო

მსგავსი ინფორმაციები