ირანმა მეორე სამხედრო გემი გადასცა ექსპლოატაციაში

მას შეუძლია 5 თვის განმავლობაში დარჩეს ზღვაში

ირანმა მეორე სამხედრო გემი გადასცა ექსპლოატაციაში

 

ირანმა, თავის მხრივ წარმოებული სამხედრო ხომალდი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სარაკეტო სისტემებით, სპარსეთის ყურეში ჩაუშვა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ "Sehend"-ის სახელწოდების ადგილობრივი წარმოების კრეისერი, ჰურმუზის ყურეში საზეიმო ცერემონიით ჩაუშვეს.

ირანულ კრეისერს გააჩნია ვერტმფრენების დასაჯდომი პლატფორმა, მისი სიგრძე 96 მეტრია და აქვს ისეთი სარადარო სისტემები, რომლებიც აფიქსირებენ ხმელეთიდან და წყლიდან გასროლილ რაკეტებს.

Sehend-ს შეუძლია 5 თვის განმავლობაში დარჩეს ზღვაში. ირანმა პირველი ადგილობრივი გემი, Cemaran-ი 2010 წელს აწარმოა და ის ამჟამად სპარსეთის ყურეში პატრულირებს



მსგავსი ინფორმაციები