ვენესუელას არმიამ ხუთ დღიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო

ვენესუელას არმიამ ხუთ დღიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო

maduro tatbikat1.jpg
maduro tatbikat2.jpg

ვენესუელას არმიამ ხუთ დღიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო.

წვრთნები ლათინურ ამერიკაში ესპანეთის წინააღმდეგ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ლიდერის სიმონ ბოლივარის ანგოსტურას მიმართვის მე-200 წლისთავს დაამთხვიეს.

წვრთნებთან დაკავშირებით მირანდას შტატში მდებარე გუაიკაიპუროს სამხედრო ბაზაზე გამართულ სამხედრო ცერემონიას სახელმწიფოს მეთაური ნიკოლას მადურო და თავდაცვის მინისტრი ვლადიმირ პადრინო პოლესი, ასევე სახმელეთო და საჰაერო ძალების სარდლები დაესწრნენ.

აქ სიტყვით გამოსული მადურის თქმით, სიმონ ბოლივარმა ანგოსტურას მიმართვის დროს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მთავარი პრინციპები განსაზღვრა და დაამატა: „შეიარაღებული ძალები აქ არის, 200 წლის მანძილზე მომავლისათვის სამშობლოს ღირსებისა და პატივის დამცველი ადამიანები აქ არიან. (აშშ პრეზიდენტი) დონალდ ტრამპი გარეთაა, მისი მუქარაც გარეთაა.“  

სამხედრო წვრთნების მიზანია არმიის ოპერაციული სამზადისის და შეიარაღებულ ძალებთან შესაძლო ერთობლივი მუშაობის მასშტაბების ტესტირება.



მსგავსი ინფორმაციები