მალაიზია საზღვაო და საჰაერო გამოფენას უმასპინძლებს

ყველაზე დიდი ფართობი თურქეთს დაეთმობა

მალაიზია საზღვაო და საჰაერო გამოფენას უმასპინძლებს

 

მალაიზიის თავდაცვის მინისტრმა მოჰამედ საბუმ, წერილობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მარტის თვის ბოლოს "Langkawi-ს საერთაშორისო საზღვაო და საჰაერო გამოფენა 2019" (Lima 19) უმასპინძლებს, რომელშიც 31 ქვეყანა, მათ შორის აშშ-ი, გერმანია, რუსეთის, უკრაინა, საფრანგეთი და თურქეთიც მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა, მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ მონაწილე ქვეყნების რაოდენობა გაიზარდოს. მინისტრი დიდ ყურადღებას ამახვილებს თურქეთის მონაწილეობაზე და აღნიშნავს: "საკუთარ საგამოფენო კარავს მხოლოდ 12 ქვეყანა გახსნის, მათ შორის თურქეთიც იქნება, რომელსაც 730 კვ მეტრის ფართობი გამოვუყავით და ეს იქნება ჩვენს გამოფენაზე ყველაზე დიდი ფართობის მქონე საგამოფენო კარავი“. მინისტრის განცხადებითვე მსოფლიოს სულ 354 კომპანია გამართავს სტენდს და მასზე 60%-ი სამხედრო, 40%-ი კი კომერციული პროდუქცია იქნება გამოფენილი



მსგავსი ინფორმაციები