რექს ტილერსონმა სენატში საგარეო პოლიტიკის კითხვებს უპასუხა

მისი თქმით სირიის საკითხი  თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად ხელმეორედ უნდა განიხილონ

რექს ტილერსონმა სენატში საგარეო პოლიტიკის კითხვებს უპასუხა

ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხრიდან ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნულმა რექს ტილერსონმა  განაცხადა, რომ სირიის საკითხი  თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად ხელმეორედ უნდა განიხილონ, რადგან, თურქეთი ნატოში მათი  ერთ-ერთი უძველესი პარტნიორი ქვეყანაა.  ტილერსონი ტრამპის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ, აშშ-ს სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა. მას შემდეგ, რაც ტილერსონს სირიის სამოქალაქო ომის შემდეგ, აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში  ლიდერობის დაკარგვის შესახებ კითხვა დაუსვეს, ასეთი პასუხი გასცა: „აშშ-ს რეგიონში ხელმეორედ ლიდერის პოზიციაზე დასაბრუნებლად ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად უნდა ვიმუშაოთ.“ მან ასევე სირიის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სირიის საკითხში თურქეთს, რუსეთს და ირანს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. „თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად ხელმეორედ უნდა განვაახლოთ მუშაობა. თურქეთი ჩვენი უძველესი ნატოს წევრი მოკავშირე ქვეყანაა. რეგიონში აშშ-ს ნაკლებად აქტიურობამ  ისინი აიძულა, რომ    რუსეთისკენ მიბრუნებულიყვნენ. რუსეთი მათი მუდმივი პარტნიორი არ არის და მათ ეს  უნდა დავუმტკიცოთ, რომ თურქეთის ერთადერთი მოკავშირე ამერიკაა,“ განაცხადა ტილერსონმა.  მან ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ სირიაში  DEAŞ-ის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლაა საჭირო და ასადიც უნდა წავიდეს.



მსგავსი ინფორმაციები