აქტუალური თემის ანალიზი 43

მიკრო-ნაციონალიზმის საფრთხე ევროპაში

აქტუალური თემის ანალიზი 43

 

რასიზმი ევროკავშირის ქვეყნებში  დღითი დღე უფრო დომინანტური ხდება. გერმანიის, ნიდერლანდების და ბელგიის შემდეგ, ავსტრიელმა ამომრჩეველმაც ხმა რასისტულ პარტიას მისცა

გასულ კვირას, ავსტრიაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა ავსტრიის სახალხო პარტიამ. ეს ის პარტიაა, რომელიც  მუსულმანების წინააღმდეგ სიძულვილს არც მალავს და ყოველთვის ისლამოფობიას იცავს. მეორე ადგილზე უკიდურესი მემარჯვენე და ნაცისტური რიტორიკის, ავსტრიის თავისუფლების პარტია გავიდა

გასულ თვეში გერმანიაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში საკმარისი ხმები მოიპოვეს იმ პარტიებმა, რომლებიც მუსულმანების, ხოლო ყველაზე მეტად კი თურქების წინააღმდეგ სიძულვილს ხშირად ნთხავენ. უფრო მეტიც, გერმანიის სოციალ-დემოკრატებმაც კი, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის ბუნებრივი დამცველები, მუსლიმთა, უცხოელ მუშაკთა და ემიგრანტების წინააღმდეგ რასისტული რიტორიკის პროპაგანდა არ დაიშურეს

 მოკლედ, ავსტრიის არჩევნებმა კიდევ ერთხელ ნათლად გვიჩვენა, რომ ევროპა რასიზმისაკენ მიექანება. მე მგონი აქ გასაკვირი არც არაფერია, რამეთუ, ევროპას, მთელი ისტორიის მანძილზე არ ჰქონია ისეთი 100 წელი, რომ აქ ან შიდა ომებს, ანდა დიდ ომებს ადგილი არ ჰქონოდეს

ევროპაში ყველაზე ხანგრძლივი უკონფლიქტო პერიოდი, ეს არის 1945 წლიდან დღემდე არსებული პერიოდი და ამის ყველაზე მთავარი საბაბი არის, სამშვიდობო ხელშეკრულებები და მისგან მიღებული პოლიტიკური შედეგები. გარდა ამისა, ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, თითქმის მთელი ევროპის დაბომბვის შედეგად ეკონომიკის დაცემაც ერთ ერთ მთავარ ფაქტორთაგანს წარმოადგენს

დიახ, მეორე მსოფლიო ომის დროს, თითქმის ევროპის ყველა ქალაქი დაიბომბა და მიწასთან გასწორდა. 1945 წლიდან 1970 წლამდე ევროპა ფაქტიურად  რესტრუქტურიზაციისა და აღმშენებლობის პერიოდს გადიოდა და ომის ჭრილობებს იხვევდა. ტერორისტული ახალგაზრდული მოძრაობების გვიან, 60-იანი წლების ბოლოს გაჩენა,  ამ არქეტიპიული ღირებულების შედეგი იყო. მოკლედ, ევროპაში ტერორმა ისეთ დონეს მიაღწია, რომ ქვეყნის პრემიერ მინისტრებიც კი გაიტაცეს და მოკლეს. ასე მაგალითად, იტალიის პრემიერ-მინისტრი ალდო მორო მემარცხენე ტერორისტულმა ორგანიზაციამ, წითელმა ბრიგადებმა გაიტაცეს და მოკლეს. შემდეგ, ქურთულმა ტერ ორგანიზაცია პკკ-ამ, შვეციის პრემიერმინისტრი ულოფ პალმე მოკლა. აი, ამ ტერორისტული თავდასხმების შემდეგ ევროპა გონს მოვიდა, ნახა, რომ ტერორი თვით მისკენ იყო მიმართული და მხოლოდ ამის მერე დაიწყო ასეთი ორგანიზაციების ლიკვიდირება. ყველაზე გახმაურებული ლიკვიდაცია კი გერმანიაში მოხდა, როცა ამ ქვეყნის ყველაზე ცნობილი ბაადერ-მეინჰოფის ორგანიზაციის ყველა დაკავებულმა ლიდერმა ერთ ღამეში, თავიანთ საკნებში ერთდროულად “ჩამოიხრჩვეს“ თავი.    

ამან ძალზედ დააშინა ტერორისტები და მათ გეზი ახლო აღმოსავლეთისკენ და აზიისკენ აიღეს. ევროპაში კი ტერორიზმის წინააღმდეგ  ტოლერანტობის ცერემონიალი იწყება,  რომელიც აი უკვე წლებია რაც მიმდინარეობს. დღეს, მუსულმანების, ემიგრანტებისა და უცხოელი მუშების საწინააღმდეგო ერთი ნაბიჯის გადადგმა, სექტანტებისა და მიკრო-ნაციონალიზმის შეჯახებისკენ გადაინაცვლებს.

როდესაც მუსულმანები, ემიგრანტები და უცხოელი მუშები თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდებიან, როგორ ფიქრობთ, რასობრივი გაზი ევროპაში როგორ დაიცლება?

რასიზმის ავადმყოფობა, თუ რაიმე მის სასარგებლოდ არ გაკეთდება, ვერ იცხოვრებს, ამიტომაც კაცობრიობის მტერი ეს ავადმყოფობა თავის საწინააღმდეგო გარემოებას, თანაც უმოკლეს დროში თვითვე ჰქმნის. აგერ, ამ დღეებში კატალონიელი ნაციონალისტები ესპანეთისგან გამოყოფას ცდილობენ, მაგრამ, იგივე ნაციონალიზმი თვით კატალონიელებსაც დაარტყამს, რადგან, მათგან გამოყოფას დააპირებენ აქ მცხოვრები მიკრო ეთნოსები-არაგონები, რომლებიც მეფე ფერდინანდის შთამომავლები არიან და მათ ძვალ რბილშია გამჯდარი მიკრო ნაციონალიზმი. ასე რომ, როგორც კი კატალონიელები ესპანეთს გამოეყოფიან, სეპარატისტულ მოძრაობას დაიწყებენ არაგონელები და ისინი კატალონიისაგან გამოყოფას შეეცდებიან. აქ მცირე ისტორიულ გადახვევას მოვახდენთ და შეგახსენებთ, რომ ესპანეთში მუსლიმანებისა და ებრაელების წინააღმდეგ ინკვიზაციის გამტარებლები სწორედ არაგონები იყვნენ და დაუნდობლობით გამოირჩეოდნენ

ასეთი მიკრო ეთნოსები ცხოვრობენ გერმანიაშიც, ბელგიაში, იტალიაში, საფრანგეთში, სკანდინავიაში და ყოველ წუთს შეიძლება ეთნიკური აფეთქებები მოხდეს ამ ქვეყნებში. სეპარატიზმის ხმები მოდის უკვე ბავარიიდან და იტალიის ჩრდილოეთიდან, შვეცია 21 პროვინციად იყოფა და აქაც უკვე კბილებს ილესავენ ვიკინგების შთამომავლები, საფრანგეთში დიდი ხანია რაც კორსიკელები  არ ისვენებენ

აი ამ მიკრო ნაციონალიზმის აღზევების ეპოქაში, რამდენიმე დღის წინ სერბეთს ეწვია ერდოღანი. ცნობილია, რომ სერბეთ-თურქეთს შორის ურთიერთობები ყოველთვის ნეგატიური იყო და მათ შორის დიდ კონფლიქტებსაც ჰქონდა ადგილი. სულ ბოლო კონფლიქტი მათ შორის იუგოსლავიის გაყოფის შემდეგ ჯერ სერბებსა და ბოსნია-ხორვატიელებს, შემდეგ სერბებსა და კოსოვოელებს შორის წარმოქმნილი ომის დროს მოხდა, როცა სერბებმა თურქი წარმოშობის ამ ხალხებს ფაქტიურად გენოციდი მოუწყო. მიუხედავად ამისა, ერდოღანი მიკრო-ნაციონალიზმის ტალღების ფართოდ გავრცელების ამ ეპოქაში, ინტენსიურად ავითარებს სერბეთთან პოლიტიკურ, კომერციულ და დიპლომატიურ ურთიერთობებს. თურქ ლიდერს ჰუმანიზმით არ ჩამორჩა სერბეთის ახალგაზრდა ლიდერი ალექსანდრე ვუჯიჩი და მან ანკარასთან კარგი ურთიერთობების აღდგენით მიანიშნა, რომ მე-16 საუკუნეში აღარ ცხოვრობენ და საჭიროა ორი ქვეყნის კავშირების გაფართოება. აი ცივი ურთიერთობების მქონე ამ ორი ქვეყნის დაახლოება იმედი უნდა გახდეს მიკრო ნაციონალიზმით გაჟღენთილი ევროპის მომავლისათვის, წერს თურქი პოლიტოლოგი ერდალ შიმშექი

 



მსგავსი ინფორმაციები