12 ნოემბერი ისტორიაში

12 ნოემბერი ისტორიაში

12 ნოემბერი ისტორიაში

12 ნოემბერი ისტორიაში

1969 წლის 12 ნოემბერს აშშ-ს ოპოზიციონერმა მკვლევარმა სეიმურ ჰერშმა ვიეტნამის მასობრივი მკვლელობის სურათები გამოაქვეყნა. მის მიერ გამოქვეყნებული სურათებით იხილა მსოფლიომ იქ მომხდარი რეალობები, რის გამოც მას პულიცერის პრემია გადაეცა. ვიეტნამში ამერიკის სამხედროებმა განურჩევლად ქალების და ბავშვებისა 500-მდე სამოქალაქო პირი მოკლეს.

1981 წლის 12 ნოემბერს კოსმოსური ხომალდი კოლუმბია კოსმოსში გაუშვეს. იგი NASA-ს მხრიდან კოსმოსში გაშვებული პირველი ხომალდი გახლდათ. მან მრავალი ასტრონავტის კოსმოსში გაყვანა შესძლო. კოსმოსური ხომალდი კოლუმბია 2003 წელს დედამიწაზე დაბრუნების დროს ჰაერში დაიმსხვრა, რასაც 7 ასტრონავტის სიცოცხლეც შეეწირა.

1993 წლის 12 ნოემბერს უზბეკეთში ახალმა ფულის ერთეულმა ”სომ” ფუნქციონირება ოფიციალურად დაიწყო. საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე უზბეკეთი რუსულ ”რუბლ”-ს იყენებდა. დამოუკიდებლობის შემდეგ პრეზიდენტ ისლამ ქერიმოვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით შეცვლილმა ფულის ერთეულმა ქვეყანაში ეკონომიკის დამოუკიდებლობას შეუწყო ხელი.

1995 წლის 12 ნოემბერს აზერბაიჯანის კონსტიტუცია იქნა მიღებული. პრეზიდენტ ჰაიდარ ალიევის მეთაურობით ჩამოყალიბებულმა საკონსტიტუციო კომისიამ ქვეყნის ძირითადი კანონები ჩამოაყალიბა. კონსტიტუციის იმავე წლის 27 ნოემბერს დამტკიცებით, 1920 წელს ჩამოყალიბებული კონსტიტუცია და მმართველობის სისტემა დასრულდა.


საკვანძო სიტყვები: ნოემბერი , ისტორია , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები