ნატომ თურქეთს ბოდიში მოუხადა

ნორვეგიაში მდებარე მოკავშირე ძალთა სარდლობამ სკანდალთან დაკავშირებით წერილი გამოქვეყნა, რომელშიც ბოდიშს უხდის თურქეთის გაერთიანებული შტაბს

ნატომ თურქეთს ბოდიში მოუხადა

ნატოს წარმომადგენლის განცხადებით, ნორვეგიაში ჩატარებულ წვრთნებზე, ათათურქისა და პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის სამიზნედ ჩვენებასთან დაკავშირებით, ერთი ტექნიკოსი და ერთი ოფიცერი არმიიდან გააგდეს.

ნორვეგიაში მდებარე მოკავშირე ძალთა სარდლობამ სკანდალთან დაკავშირებით წერილი გამოქვეყნა, რომელშიც ბოდიშს უხდის თურქეთის გაერთიანებული შტაბს.

სარდალი ანდრეი როიდოვიჩი ბოდიშის წერილში აღნიშნავს, რომ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერიც „ძალიან სწუხს“ და ალიანსის საკითხთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას ელოდება.

პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებით, ათათურქის ფოტოსა და მისი სახელის „მტრის სურათად“ გამოყენებულ წვრთნებში მონაწილე 40-მა თურქმა სამხედრომ წვრთნები დატოვა.

ნორვეგიაში მიმდინარე ნატოს წვრთნები 8 ნოემბერს დაწყებული Trident Javelin-ის სახელწოდების წვრთნებია.

წვრთნებში, რომელიც დღეს უნდა დასრულებულიყო, მონაწილე თურქი პერსონალი ხუთშაბათს უკან გამოიძახეს.

ერდოღანმა საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „შეუძლებელია არსებობდეს ასეთი ალიანსი და ასეთი მოკავშირეობა.“  



მსგავსი ინფორმაციები