აქტუალური თემის ანალიზი 48

NATO, არის ალიანსი, რომელიც უნდა განიკითხოს

აქტუალური თემის ანალიზი    48

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, (NATO) მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დღეისათვის რუსეთის სახელით ცნობილ, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ჩამოყალიბებული ორგანიზაციაა.  სსრკ-ის გავრცელების პოლიტიკის წინააღმდეგ, 1949 წლის 4 აპრილს აშშ-ს,  ბრიტანეთის, ბელგიის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, იტალიის, ისლანდიის, დანიის, ლუქსემბურგის, ნორვეგიის, პორტუგალიის და კანადის მხრიდან იქნა ჩამოყალიბებული. თურქეთმა ამ კავშირში 1952 წელს გაწევრიანდა. ორგანიზაციის მთავარი მიზანი წევრ ქვეყნებზე გარედან მომავალი ყოველგვარი საფრთხის აღკვეთა და პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მხარდაჭერა გახლავთ. ამ მიზნით ჩამოყალიბებულ ნატოს განკითხვა,  1991 წელს, აღმოსავლეთის ბლოკის დაშლის შემდეგ დაიწყო. ასევე მისი არსებობა და პარტნიორობაც გახდა განხილვის საგანი მაგრამ, იმ პერიოდში ერაყის მიერ ქუვეითის ოკუპაციამ და ახალი ტერორის ტალღამ, ნატოს არსებობის აუცილებლობას დაუდო საფუძველი. 

ამავე პერიოდში იტალიაში, ნატო-ს არალეგალური ორგანიზაცია გაჩნდა. იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯულიო ანდრეოტტიმ 1990 წლის 24 ოქტომბერს ოფიციალურად აღიარა, რომ GLADIO მათ ქვეყანაში არსებობდა. ამ ქვედანაყოფების ოფიციალური ფუნქციები, რომლებიც ზოგადად „სპეცრაზმელები“-თ იყვნენ დაკომპლექტებული, თუ აღმოსავლეთ ბლოკი დასავლეთ ევროპაში,  ან ნატო-ს წევრ ქვეყანებში  შეიჭრებოდა, მას აღმოსავლეთ ბლოკი  უნდა შეეჩერებინა, ზიანი მიეყენებინა, ლოგისტიკური ელემენტები შეერყია და სტრატეგიული პრიორიტეტების აღმოეფხვრა განეხორციელებინა. სიტყვა GLADIO ლათინურია და „მახვილს“ ნიშნავს, რომელიც ამერიკის და ბრიტანეთის მხრიდან  „STAY BEHIND“ ანუ,  „ნატოს საიდუმლო არმიები ევროპაში“ 1952 წელს  ჩამოყალიბდა.  ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, CIA-ის მხრიდან ორგანიზებული და დაფინანსებული ორგანიზაციამ  1956 წლიდან ჯაშუშობა და პარტიზანული ომები  დაიწყო. GLADIO-ს ჩამოყალიბების შემდეგ ნატოს წევრმა სხვა ქვეყნებმაც დაიწყეს, არაკანონიერი საბრძოლო მეთოდების გამოყენება. მსგავსი სიტუაცია მრავალ ქვეყანაში იქნა შემჩნეული, რამაც ნატოს განხილვის თემა ხელმეორედ დააყენა დღის წესრიგში.

საინტერესო კი ისაა, რომ როდესაც ნატოს საკითხის განხილვა დადგა დღის წესრიგში, იუგოსლავიის სამოქალაქო ომმა იჩინა თავი. ძალიან სავალალო შედეგებით დასრულებული სამოქალაქო ომი, შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარ გენოციდში გადაიზარდა რა, ყველა ნატოსგან ელოდა ხსნას. შემდეგ კი ერაყისა და ავღანეთის ოკუპაციამ ნატოს საკითხის განხილვა კიდევ გადადო. მაშინ როდესაც,  მედიაში ხელმეორედ ნატოს ქმედებების განხილვა იქნა დაწყებული, თურქეთში საერთაშორისო ჯაშუშობის და ღალატის ქსელ ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია, FETÖ-ს მხრიდან სისხლიანი გადატრიალების მცდელობა განხორციელდა.  თურქმა ხალხმა პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწოდებით ქუჩაში გამოვიდა და გადატრიალების მცდელობა აღკვეთა. გადატრიალების მცდელობაში მონაწილე მაღალი რანგის ოფიცრებიდან მრავალი ნატოს წევრ ქვეყნებში გაიქცნენ. ის ჯარისკაცები, რომლებიც ნატოში მსახურობდნენ ამ პაქტის ქვეყნებში ლტოლვილის სახით შეაფარეს თავი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ოფიცრები თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლებულ იქნენ, გარკვეული პერიოდით ნატოში მაინც მსახურობდნენ.

თურქი სამართალდამცველების მიერ ტერორისტულ ქმედებებში მყოფთაგანის გამოვლენის მიუხედავად, ნატოს აქტიურ ღონისძიებებში მაინც იღებდნენ მონაწილეობას. სავალალო კი ისაა, რომ ყველანი ნატოდან ღებულობენ ხელფასს. მათ ბოლოს, თურქეთის რესპუბლიკის ჩამომყალიბებელის, მუსტაფა ქემალ ათათურქის და ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სურათები ნატოს წვრთნებზე მტრის სამიზნეზე დაკიდეს.

 2016 წლის 15 ივლისს ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს მხრიდან სისხლიანი გადატრიალების მცდელობის დროს, ნატოს და თურქეთის სხვა დასავლური მოკავშირეების მხრიდან თურქი ხალხის გვერდით არ დგომა მართლაც და განმაცვიფრებელია. უფრო განმაცვიფრებელი კი ის გახლავთ, რომ ნატომ და თურქეთის დასავლურმა მოკავშირეებმა გადატრიალების მცდელობაში მონაწილეებს კარები გაუხსნეს, ანუ შეიფარეს.

მაგალითად, ნატოში მომუშავე  ოთხი თურქი ოფიცერის და  ერთი სამხედროს მოთხოვნა ნატოს წევრ, ნორვეგიამ თავშესაფრის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ისინი 15 ივლისის გადატრიალებაში არიან ბრალდებულნი. ასევე 15 ივლისის გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული და თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან გათავისუფლებული ხუთი ოფიცერი, ბელგიაში ნატოს შტაბში აღმოჩნდნენ.  მსგავსი შემთხვევები გვხვდება ნატოს წევრ სხვა ქვეყნებშიც. ამ ყველა დეტალების მიუხედავად, ნუთუ ამ ალიანსის ასეთი ქმედებები არ უნდა განიკითხოს, წევრი ქვეყნების მხრიდან? წერს თურქი პოლიტოლოგი ერდალ შიმშექი. 


საკვანძო სიტყვები: FETÖ , CIA , GLADIO , თურქეთი , განკითხვა , ალიანსი , NATO

მსგავსი ინფორმაციები