მაჰმუდ აბბასმა ტრამპის გადაწყვეტილება დაგმო

მაჰმუდ აბბასმა ტრამპის გადაწყვეტილება დაგმო

მაჰმუდ აბბასმა ტრამპის გადაწყვეტილება დაგმო

პალესტინის სახელმწიფო მეთაური,   მაჰმუდ აბბასი, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იერუსალიმთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით,  ტრამპმა სამშვიდობო პროცესი დაარღვია და ასევე მისი როლი სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით დაასრულა. აბბასმა ამის შესახებ, ოკუპირებულ  იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ, რამალაში  მთავრობის სასახლეში ტელემიმართვისას განაცხადა. „ამ გეგმას ვუარყობთ და მკაცრად ვგმობთ. აშშ-ს მხრიდან გადადგმულმა ამ ნაბიჯმა სამშვიდობო პროცესი დააზარალა და მისი როლი სამშვიდობო პროცესში დაასრულა. ეს გადაწყვეტილება ისრაელს აძლევს საშუალებას შეთანხმებებს არ დაემორჩილოს და პალესტინის ტერიტორიაზე ებრაელები ჩაასახლოს. გადაწყვეტილება ასევე ეთნიკური წმენდის პოლიტიკასაც უწყობს ხელს. აშშ-ს  ეს გადაწყვეტილება, ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო რეზოლუციებს და ორმხრივ შეთანხმებას,“ განაცხადა პალესტინის სახელმწიფო მეთაურმა.   მაჰმუდ აბბასმა ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ  ტრამპის გადაწყვეტილება არაფერს შეცვლის იერუსალიმის როგორც არაბების, პალესტინელების, ქრისტიანებისა და მუსლიმების ქალაქის სტატუსში.



მსგავსი ინფორმაციები