ტრამპის გადაწყვეტილება თეთრ სახლშიც გააკრიტიკეს

ტრამპის გადაწყვეტილება თეთრ სახლშიც გააკრიტიკეს

ტრამპის გადაწყვეტილება თეთრ სახლშიც გააკრიტიკეს

თეთრი სახლის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირებმა პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის მხრიდან, იერუსალიმის, ისრაელის დედაქალაქად აღიარება გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ ტრამპის ეს ქმედება ისრაელ-პალესტინას შორის დაწყებულ სამშვიდობო პროცესს ზიანს მიაყენებს. ამერიკულ ტელეარხ, CNN-თან ინტერვიუს მიმცემმა ერთ ერთმა პირმა აღნიშნა, რომ ტრამპის ეს გადაწყვეტილება, ახლო აღმოსავლეთში ახალ დაძაბულობას წარმოქმნის. ისევ თეთრის სახლის ერთმა სხვა ოფიციალურმა პირმა კი დასძინა, რომ ტრამპის ეს გადაწყვეტილება მოკლე დროში სამშვიდობო პროცესს ზიანს მოაყენებს, მაგრამ გრძელვადიანი პერიოდისათვის შეიძლება დადებითადაც აისახოს. აშშ-ს მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების დროს, ტრამპმა განაცხადა, რომ იგი დაგვიანებული გადაწყვეტილება იყო და მისი ეს გადაწყვეტილება სამშვიდობო პროცესს დადებითად შეუწყობს ხელს. ტრამპმა გუშინ,  იერუსალიმი, ისრაელის დედაქალაქად აღიარა და  თელავივში მდებარე ამერიკის საელჩოს იერუსალიმში გადატანის მზადების განკარგულებაც გასცა.



მსგავსი ინფორმაციები