ტრამპმა იერუსალიმის თაობაზე პროვოკაციული გადაწყვეტილება მიიღო

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, იერუსალიმის თაობაზე პროვოკაციული გადაწყვეტილება გამოაცხადა

ტრამპმა იერუსალიმის თაობაზე პროვოკაციული გადაწყვეტილება მიიღო

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, იერუსალიმის თაობაზე პროვოკაციული გადაწყვეტილება გამოაცხადა.

ტრამპმა მინისტრთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ თეთრ სახლში გაკეთებულ განცხადებაში იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.

მან აღნიშნა, რომ ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივში მდებარე ამერიკის საელჩოს იერუსალიმში გადატანის სამუშაოების დაწყების მითითება გასცა.

ტრამპმა წინა პრეზიდენტების პერიოდში ამ მიმართულებით არსებული დაპირების მიუხედავად მათი არ შესრულება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ იერუსალიმი როგორც სამი დიდი რელიგიის ასევე დემოკრატიის გულია.

მისივე თქმით, ეს წმინდა ქალაქი სადაც გოდების კედელთან ებრაელები, აქსას მეჩეთში მუსლიმები და ეკლესიებში ქრისიტიანები ლოცულობენ, დღეს პრაქტიკულად ისრაელის ბევრ სამმართველო ორგანოს მასპინძლობს.

ამერიკის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მას ისევ აქვს იმედი ისრაელ-პალესტინას შორის დაპირისპირების ორ-სახელმწიფოიანი გზით მოგვარების თაობაზე და პროვოკაციული გადაწყვეტილებით განაწყენებულ მთელს მსოფლიოს გონივრულად მოქცევისკენ მოუწოდა.

 


საკვანძო სიტყვები: საელჩო , დედაქალაქი , იერუსალიმი , აშშ

მსგავსი ინფორმაციები