აქტუალური თემის ანალიზი 50

იერუსალიმი, როგორც პოლიტიკური გარიგების ნაწილი

აქტუალური თემის ანალიზი    50

მაშინ, როდესაც ინგლისელმა გენერალმა, ედმუნდ  ალენბიმ 1917 წლის 11 დეკემბერს  იერუსალიმის ოკუპაცია მოახდინა, განაცხადა, რომ ჯვაროსნული ომები დასრულდა. ისედაც დაძაბული მდგომარეობით ცნობილ ახლო აღმოსავლეთში ტრამპის მიერ აღმოსავლეთი იერუსალიმის ჩათვლით ისრაელის დედაქალაქად აღიარებით შეიძლება ითქვას, რომ ამ რეგიონში ატომური ბომბის ეფექტის მომხდენი ნაბიჯი გადადგა. მისმა  ასეთმა  ქმედებამ  შეიძლება  რეგიონი ჯოჯოხეთად გადააქციოს. 1917 წლიდან ზუსტად ერთი საუკუნის შემდეგ,  ტრამპის ასეთი ნაბიჯი რაიმე სიმბოლოს ხომ არ შეიცავს? ამ გზაზე  1917 წლის 2 ნოემბერს მიღებული, „ბალფურის დეკლარაციის“ 100 წლის იუბილე და 1967 წლის ექვს დღიანი ბრძოლის 50-ე წლისთავიც შეიძლება ერთგვარ სიმბოლოდ ჩაითვალოს. ყოველ შემთხვევაში, ცხადია, რომ ჩვენ ყველანი ვამტკიცებთ, რომ ტრამპი არ არის ისეთი დახვეწილი ფიგურა, რომელსაც შეუძლია აღიქვას ეს სიმბოლოები. კარგით, მაგრამ რა გახდა ამის მიზეზი, რომ ამ დღეებში ტრამპმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო? თუ სიმბოლოები არ არის დამაჯერებელი, მაშინ, ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიცემულ სიტყვას გადავხედოთ, რა დროსაც იგი აცხადებდა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებდა. მაგრამ ეს პასუხიც არ აკმაყოფილებს იმას, თუ რატომ მაინც და მაინც ახლა მოიქცა ასე. შეიძლება იფიქროთ, რომ არც ასწლეულის სიმბოლო და არც ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება არ შეიძლება იყოს,  იერუსალიმის,  ისრაელის დედაქალაქად აღიარებისთვის საკმარისი მიზეზი. ამის პასუხის გასაცემად საჭიროა, ბოლო წლებში ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს გადავხედოთ.

შეიძლება ითქვას, რომ „არაბულმა გაზაფხულმა“  რეგიონის სოციოლოგიური მდგომარეობა, კონფესიური განხეთქილებების შედეგად  საგრძნობლად შეირყა. რა თქმა უნდა რეგიონი იმ წარსულს ვეღარასოდეს დაუბრუნდება. მაგრამ, ამ ქაოსის შემდეგ ალბათ რაღაც სისტემა ჩამოყალიბდება. აშშ-ს პრეზიდენტის, იერუსალიმთან დაკავშირებით გამოსვლამ შეიძლება რეგიონში, ახალი თანამგზავრული სტრუქტურების შეცვლასაც შეუწყოს ხელი. ტრამპის ეს გამოსვლა შეიძლება ბარზანის რეფერენდუმის თამაშსაც  დაემსგავსოს და მთლიანი არაბული და ისლამური სამყარო დაკარგოს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს კონგრესში 1995 წელს მათი საელჩოს თელავივიდან, იერუსალიმში გადატანის დადგენილება იქნა გამოტანილი, დღემდე მოსული ყველა პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ ვეტოს უფლებას იყენებდა. კარგით მაგრამ, დღეს რა მოხდა და 22 წლის შემდეგ აშშ-მ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო? აშშ-მა განსაკუთრებით ერაყში, სირიაში და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში გატარებული არასწორი პოლიტიკა, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებით დააგვირგვინა და  შეცდომების სერიას ახალი სკანდალი დაუმატა.  ტერორიზმის და რადიკალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიზეზით ერაყში, სირიაში, იემენში და ზოგადად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში დანაწევრება გამოიწვია. ამან კი აშშ-ს მეტოქედ ცნობილ რუსეთს და ირანს მოუტანა სარგებლობა. რუსეთმა, სირიაში ფესვები გაიმაგრა და თითქმის დასავლეთ სირიის ნაწილი ნახევრად კოლონიურ მმართველობაში აიყვანა. ირანმა კი  ერაყსა და სირიაში გავლენის მოპოვებით და ლიბიაში ჰეზბოლას მეშვეობით, ისრაელთან წვდომა უფრო გაიადვილა.  ახლა ამერიკა იემენისა და ბაჰრეინის მსგავსი ქვეყნების მეშვეობით სპარსეთის ყურის ქვეყნების ზეგავლენის ქვეშ მოქცევას ცდილობს. აშშ-მ ასევე მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი თურქეთს, როგორც სირიის საკითხთან, ასევე შიდა პრობლემად ქცეული PKK-ს, PYD/YPG-ს და  FETÖ-ს მსგავსი დაჯგუფებების წინაშეც არ დაუჭირა მხარი, აიძულა რუსეთთან და ირანთან დაემყარებინა კონტაქტი. ამას შეიძლება დაემატოს კატარი, რომელიც საუდის არაბეთის და არაბთა გაერთიანებული ემირატების მხრიდან გარიყულ იქნა. აშშ ახლა ცდილობს  ახლო აღმოსავლეთის არასწორი პოლიტიკის გამო თურქეთ, რუსეთ, ირან და კატარის ბლოკის წინააღმდეგ, საუდის არაბეთის, ეგვიპტის და ისრაელის მეშვეობით ახალი ბლოკი შექმნას. მაშინ, როდესაც ტერ ორგანიზაცია დეაში დასრულდა, ტრამპის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი აშშ-ს საუდის არაბეთ და ისრაელს შორის ბოლო დროს გაღრმავებული ურთიერთობის ნაყოფი შეიძლება იყოს.  ირანის ბოლოდროინდელი გავლენა კი რეგიონში, ძირითადად ისრაელის, საუდის არაბეთისა და ამერიკის შეერთებულ შტატების უსაფრთხოებას ემუქრება. ლიბანის პრემიერმინისტრ, ჰარირის, რიადში თანამდებობის დატოვების თაობაზე  ზეწოლა, მაჰმუდ აბბასის, პალესტინის სახელმწიფო მეთაურის სახელით მიღება და სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დათანხმება, შეიძლება ითქვას, რომ ამ ყველაფრის სამზადისი იყო.  ბოლო დროს ასევე აბბასის მიმართაც ზეწოლა მიმდინარეობდა იმის თაობაზე, რომ მას პალესტინის დედაქალაქი იერუსალიმის ნაცვლად „ებუ დიშის“ რაიონი, რომელიც აღმოსავლეთ იერუსალიმის სამხრეთით მდებარეობს, ის ეღიარებინა. ამ გეგმის მიხედვით პალესტინისთვის სინას ნახევარკუნძულიდან გარკვეული ტერიტორიაც უნდა გადაეცათ და ამ ყველაფერში თვით ეგვიპტეც იყო ჩართული. ასევე ეგვიპტის მხრიდან წითელ ზღვაში ორი სტრატეგიული კუნძულის საუდის არაბეთზე მიყიდვაც ამ კონტექსტში შეიძლება განიხილოს. სავარაუდოდ, სისიმ  ამ სტრატეგიით, ეკონომიური და პოლიტიკური დახმარება  მოითხოვა.  მაგრამ ამ გამოთვლებმა ახლო აღმოსავლეთში არ გაამართლა. ტრამპმა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებით ჭადრაკში თავის სვლა გაითამაშა. რა თქმა უნდა პირველ რიგში თურქეთის, იორდანიის და სხვა ისლამური ქვეყნებისგან ამ საკითხს მკაცრი კრიტიკა მოჰყვება. ამ საკითხის მთავარი განმსაზღვრელი შეიძლება ითქვას, რომ საუდის არაბეთის და ეგვიპტის ხალხი და მმართველები იქნებიან. იმ შემთხვევაში, თუ საუდის არაბეთის და ეგვიპტის ხალხი, მმართველები  მკაცრ რეაქციას გამოხატავენ, ახლო აღმოსავლეთის წყობაც შეიცვლება...

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ იმ შემთხვევაში, თუ იერუსალიმში მშვიდობა არ დაისადგურებს, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებაც შეუძლებელი გახდება, წერს, მარმარას უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომელი პროფესორი ჯენგიზ თომარი.

 



მსგავსი ინფორმაციები