პუტინი ჟურნალისტებს შეხვდა

“კიმი ნამდვილად ჭკვიანი და მოწიფული პოლიტიკოსია“

პუტინი ჟურნალისტებს შეხვდა

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მას-მედიის და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან საუბარში შეეხო რა კორეის ნახევარკუნძულზე მიმდინარე მოვლენებს, თქვა, რომ ამ ნახევარკუნძულზე მიმდინარე კრიზისის მოგვარების საკითხში გამარჯვება პირველ რაუნდში ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ იონგ-ენს ერგო.

"რა თქმა უნდა, ბატონმა კიმ იონგმა მოიგო ეს რაუნდი. მან თავისი სტრატეგიული პრობლემები გადაჭრა. მას ხელთ აქვს ბირთვული ქობინები, რომლებიც 13 ათასი კმ-ის მანძილს აღწევენ, ე.ი. მას შეუძლია მიზანში ამოიღოს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილი, ყოველ შემთხვევაში, მას შეუძლია გაანადგუროს მტრის ყოველგვარი სამიზნე“, განაცხადა პუტინმა და დაამატა, რომ კიმის ახლანდელი მცდელობები მიმართულია არსებული მდგომარეობის შესამსუბუქებლად  და დასამშვიდებლად, ამიტომაც იგი ნამდვილად ჭკვიანი და მოწიფული პოლიტიკოსია



მსგავსი ინფორმაციები