ათენი და სკოპიე მოლაპარაკებებს იწყებენ

ამ მიზნით მათ სამუშაო ჯგუფები შექმნეს

ათენი და სკოპიე მოლაპარაკებებს იწყებენ

 

მაკედონია და საბერძნეთი შეთანხმდნენ, რომ ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ხელმძღვანელობით შეიქმნას სამუშაო ჯგუფები, რათა მოგვარდეს 25 წლის განმავლობაში პრობლემად გადაქცეული და დღემდე მოუგვარებელი "სახელის პრობლემა".

ამის შესახებ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლა დიმიტროვმა, საბერძნეთის ქალაქ სელანიკში თავის ბერძენ კოლეგასთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ცნობილია, საბერძნეთის ჩრდილოეთში მდებარე ერთ პროვინციას ჰქვია მაკედონია და ათენი, გასული საუკუნის 90-იან წლებში იუგოსლავიისაგან გამოყოფილ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებულ  მაკედონიას ამ სახელწოდების შეცვლას სთხოვს, რასაც უარყოფითად ეკიდება მაკედონიის სახელმწიფო და ამიტომ საბერძნეთი მის გაწევრიანებს ევროკავშირში და ნატოში  ბლოკავს  



მსგავსი ინფორმაციები