რუმინეთის პირველი ქალი პრემიერმინისტრი ვიორიკა დანჩილა გახდა

რუმინეთის პირველი ქალი პრემიერმინისტრი ვიორიკა დანჩილა გახდა

რუმინეთის პირველი ქალი პრემიერმინისტრი ვიორიკა დანჩილა გახდა

რუმინეთში უკვე ყოფილი პრემიერმინისტრის, მიხაი ტუდოსის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ეს სავარძელი ქვეყნის ისტორიაში პირველად ქალმა დაიკავა. ქვეყნის პირველი ქალი  პრემიერმინისტრი, ვიორიკა დანჩილა გახდა. ქვეყნის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა პრემიერმინისტრის პოსტზე  სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ვიორიკა დანჩილი დანიშნა. იოჰანესმა,  დანჩილას პრემიერმინისტრად დანიშვნის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ახალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად და პრემიერმინისტრის დასანიშნად სხვადასხვა მოსაზრებები და აზრები გავიზიარე. დღესაც პოლიტიკოსების აზრი მოვისმინე. ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით მოსახლეობის აზრიც გავითვალისწინე და ეს გადაწყვეტილება მივიღე. რადგან პარლამენტში ხმათა უმრავლესობას, სოციალ-დემოკრატიული პარტია ფლობს, პრემიერმინისტრის თანამდებობაზეც მათი კანდიდატი, ვიორიკა დანჩილა დავნიშნე.“ რუმინეთის პირველი ქალი პრემიერმინისტრი,   ვიორიკა დანჩილა  2015 წლიდან მოყოლებული, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ქალთა ორგანიზაციების თავჯდომარე გახლდათ.



მსგავსი ინფორმაციები