პენტაგონის "ტერორისტული არმიის" თაობაზე ახალი განცხადება

პენტაგონის "ტერორისტული არმიის" თაობაზე ახალი განცხადება

პენტაგონის "ტერორისტული არმიის" თაობაზე ახალი განცხადება

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინიტროს პრესსპიკერმა, ერიკ პეჰონმა განაცხადა, რომ სირიაში (სეპარატისტული ტერორგანიზაცია PYD/PKK-ს ჩამოფარებული) სირიის დემოკრატიულ ძალებს „მებრძოლი ძალებიდან“ „სტაბილურობის დამყარების ძალად“ ან „ტერიტორიის მაკონტროლებელ“ ძალად გადაქცევისათვის წვრთნებს უტარებენ.    

კოალიციის მიერ გასულ კვირაში „საზღვრის უსაფრთხოების ძალად“ გამოცხადებული 30 ათასიანი (PYD/PKK-ს ჩამოფარებული) სირიის დემოკრატიული ძალების ლიდერობით გასაწვრთნელ ძალებთან დაკავშირებით პენტაგონისა და საგარეო საქმეთა მინისტრის რექს ტილერსონის ბოლო განცხადებებმა კამათი გამოიწვია.

დაზუსტებული არ არის აშშ-მა სირიაში PYD/PKK-ს მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიებზე ძალის გაწვრთნაზე თუ მხოლოდ გაწვრთნილი ძალის „საზღვრის უსაფრთხოების ძალის“ სახელზე თქვა უარი, ამ დროს კი პენტაგონის განცხადების გამავრცელებელმა პეჰონმა განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, საუბარია სირიაში თავიანთ სახლებში დაბრუნებულთათვის ადგილობრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად წვრთნებზე და დაამატა: „სირიაში ადგილობრივი ძლების ჩვენი წვრთნების მცდარად იქნა დახასიათებული... ეს წვრთნები ამავდროულად, მაშინ როცა დეაშის დასასრული მოვიდა და დეაშმა დაშლა დაიწყო, მისი ტერორისტების საზღვრებს გარეთ გასვლისათვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად. ეს როგორც დაახასიათეს ისეთი არმია ან საზღვრის დაცვის ძალა არ აირს.“

პეჰონის განცხადებით, წვრთნები გრძელდება, მაგრამ რიცხვი არ დაასახელა და დასძინა: „არ მინდა ისე დავახასიათო როგორც პოლიციური ძალა, მაგრამ იგი ერთგვარი უსაფრთხოების და სტაბილურობის ან ერთგვარი ტერიტორიის კონტროლის ძალაა.“

პრესსპიკერმა პეჰონმა აღნიშნა, რომ საკითხით დაინტერესებული თურქეთის გამოთქმული შეშფოთება ესმით.


საკვანძო სიტყვები: განცხადება , სირია , პენტაგონი , აშშ

მსგავსი ინფორმაციები