თურქეთ-რუსეთ-ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში შეხვედრას გამართავენ

შეხვედრა 28 აპრილს გაიმართება

თურქეთ-რუსეთ-ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში შეხვედრას გამართავენ

თურქეთ-რუსეთ-ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში შეხვედრას გამართავენ. საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  ასტანის  პლატფორმის გარანტორი ქვეყნებიდან თურქეთის, რუსეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები, მევლუთ ჩავუშოღლუ, სერგეი ლავროვი და ჯევად ზარიფი 28 აპრილს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში შეხვედრას გამართავენ. „შეხვედრაზე ასტანის  მექანიზმის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული ქმედებები და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები იქნება განხილული“, აღნიშნულია  საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ასტანის პროცესი,  პირველად, სირიის კრიზისის მოგვარების მიზნით 2017 წლის იანვარში ყაზახეთის დედაქალაქ,  ასტანაში დაიწყო. ჩავუშოღლუმ, ლავროვმა და ზარიფიმ ბოლო სამმხრივი შეხვედრა ასტანაში მიმდინარე წლის 15 მარტს გამართეს.  



მსგავსი ინფორმაციები