აქტუალური თემის ანალიზი 17/2018

გეოპოლიტიკური გამოწვევა და ვადამდელი არჩევნები

აქტუალური თემის ანალიზი 17/2018

აქტუალური თემის ანალიზი 17/2018

გეოპოლიტიკური გამოწვევა და ვადამდელი არჩევნები

ჯან აჯუნი

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

ერაყსა და სირიაში მიმდინარე მოვლენები თურქეთის მნიშვნელობას და ამასთანავე მის ტვირთს კიდევ უფრო გაზრდის. ასეთ კრიტიკულ პროცესში თურქეთის არჩევნების ტვირთით ჩართვა რისკის მატარებელია. 24 ივნისის გადაწყვეტილებაზე შიდა დინამიკასთან ერთად საზღვრის გასწვრივ და მთლიანად რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმაც იქონია გავლენა. მაშინ, როდესაც რეგიონში ახალი რუქები იხაზება, თურქეთი საარჩევნო კამპანიებში დროს ვერ დაკარგავდა. თურქეთის სულ მცირე პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური სისუსტეც კი აშშ-ს და დემოგრაფიული ცვლილებების მოსურნე ძალებს ისტორიულ შესაძლებლობას მისცემდა. ვადამდელი არჩევნები ამ რისკის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.    

მანამ სანამ ერაყსა და სირიაში პოლიტიკური სტაბილურობა არ დამყარდება, თურქეთმა განსაკუთრებით სამხრეთ საზღვარზე საჭიროა ინტენსიური საგარეო პოლიტიკა გაატაროს. იმის გამო რომ გეოგრაფიული მდებარეობა ბედია, თურქეთს დასავლური ქვეყნების მსგავსად ექვს თვიანი პროცესის შემდეგ მთავრობის შექმნის ფუფუნება არ გააჩნია. ახლო აღმოსავლეთში, სადაც პოლიტიკური არასტაბილურობის საფასურია დიდია, პროაქტიური და ეფექტური საგარეო პოლიტიკის გატარება აუცილებელია. 24 ივნისის არჩევნები, რომლითაც ახალ სისტემაზე გადასვლა მოხდება, რეგიონში თურქეთის პოლიტიკას უფრო ეფექტურს გახდის. 2 თვიანმა მოკლე პერიოდმაც კი, თუ გავითვალისწინებთ რომ თურქეთი საარჩევნო კამპანიებით დაკავდება, შესაძლოა რეგიონში ბალანსის ცვლილებები გამოიწვიოს. თუმცა იმის გამო, რომ ერაყისა და განსაკუთრებით სირიის მომავლის ფორმირება სავარაუდოდ მომდევნო წლებში მოხდება, თურქეთი არჩევნების ვადაზე ადრე გადმოტანით, რეგიონში ახალი რუქების შექმნით ფაქტის წინაშე დაყენებისათვის ხელის შეშლას შესძლებს.      

სირიაში პკკ-ს სირიის განშტოება ტერორგანიზაცია YPG-ს მიმართ აშშ-ის გრძელვადიანი საინვესტიციო გეგმების, რუსეთის და ირანის ასადის რეჟიმის პოზიციის გაძლიერების მიზნების და ისრაელის რეგიონში მიდგომის შესაბამისად თურქეთმა საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვის ნაბიჯების გადადგმა უნდა შესძლოს. ასტანის პროცესით რუსეთი, ირანი და თურქეთი სირიაში კონფლიქტის გარემოს დასრულებისა და პოლიტიკური გადაწყვეტისათვის საფუძვლის მომზადებას, აშშ კი YPG-ს ხელით სხვადასხვა მისწრაფებების განხორციელებას ცდილობს. 2018 წლის ბოლოს თავად პენტაგონი გეგმავს 65 ათასი YPG-ლი ტერორისტის გაწვრთნას, რომელთაც ხელფასს თავად აშშ უხდის და ეს სირიის ტერიტორიულ მთლიანობასა და თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. 

სირიაში DAEŞ-სა და YPG-ს გამოკლებით სხვა ტერორისტული ორგანიზაციების დიდწილად განადგურებამ, საერთაშორისო მოთამაშეებს ომის შემდგომი წყობის შექმნის მიმართულებით ნაბიჯები გადაადგმევინა. სავარაუდოდ, რამდენიმე წლიანი პროცესის შემდეგ სირიისა და რეგიონის ბედი გადაწყდება. იმის გამო, რომ სირიას თურქეთთან ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს, აუცილებელია თურქეთი პირადად ჩაერთოს ამ პროცესში. არჩევნების ვადაზე ადრე გადმოტანით თურქეთი ამ პროცესის მანძილზე საარჩევნო კამპანიებით არ დაკავდება და უფრო ეფექტური საგარეო პოლიტიკის გატარებას შესძლებს.

ერაყის რეგიონში კი პკკ არსებობას ისევ აგრძელებს და თურქეთს პირდაპირ საფრთხეს უქმნის. თურქეთი ამჟამად PKK-ს წინააღმდეგ ერაყის საზღვრებში სამხედრო ოპერაციებს აწარმოებს, თუმცა ერაყში არჩევნების გამო სამხედრო ოპერაციების მასშტაბები შეზღუდულია. ერაყის არჩევნების შემდეგ თურქეთი ერაყის ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ერაყში პკკ-ს არსებობის დასრულებას გეგმავს. ერთ მხარეზე კანდილის მთასა და მეორე მხარეზე სინჯარის მთას პკკ ბაზად იყენებს. თურქეთს არჩევნების გადმოტანით ერაყში  PKK-ს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის უფრო ძლიერი პოზიცია ექნება.

საერთო ჯამში კი საპარლამენტო დემოკრატიიდან საპრეზიდენტო დემოკრატიაზე გადასვლის პროცესი თურქეთის ბიუროკრატიას და მთავრობას ასუსტებდა და ანელებდა. გარდამავალი პროცესის სწრაფად დასრულებით თურქეთი უფრო ეფექტური, უფრო სწრაფი და უფრო სტაბილური პოლიტიკის გატარებას შეძლებს. განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის კუთხით პოლიტიკური სისტემის ცვლილების დასრულების შემდეგ თურქეთი უფრო გაძლიერდება. 


საკვანძო სიტყვები: აქტუალური თემის ანალიზი

მსგავსი ინფორმაციები