დონალდ ტუსკმა ტრამპი მკაცრად გააკრიტიკა

დონალდ ტუსკმა ტრამპი მკაცრად გააკრიტიკა

დონალდ ტუსკმა ტრამპი მკაცრად გააკრიტიკა

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბულგარეთის დედაქალაქ, სოფიაში 28 ევროპის ქვეყნის ლიდერებთან არაოფიციალურ ვახშამზე შეხვედრა გამართა. შეხვედრის წინ კი მან პრესკონფერენცია მოაწყო  და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს, აშშ-ს ბოლო როდინდელ პოლიტიკის წინააღმდეგ „ერთად“ დგომა ესაჭიროებათ. ტუსკმა ჩინეთის წინსვლას და რუსეთის თავდასხმით პოლიტიკას,  აშშ-ს ბოლო დროინდელი კაპრიზებიც დაამატა. მისი თქმით, ტრამპის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ „ასეთის მეგობრების ყოლის შემდეგ მტრის ძიება საჭირო აღარ არის.“ 

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ შეხვედრაზე,  აშშ-სთან ვაჭრობის და ირანის პოლიტიკა უნდა განიხილონ რა, მას სჯერა, რომ ირანთან მიღწეულ ბირთვულ შეთანხმების გაგრძელებას  ევროკავშირის ქვეყნები მხარს დაუჭერენ. აღნიშნულ შეხვედრაზე ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაც უნდა იქნეს განხილული.



მსგავსი ინფორმაციები