ბენგალიაში უამინდობა გრძელდება

მეხმა 10 ადამიანი იმსხვერპლა

ბენგალიაში უამინდობა გრძელდება

 

ინდოეთის დასავლეთ ბენგალიის პროვინციაში მეხის დაცემისგან 10 ადამიანი დაიღუპა. შინჰუას საინფორმაციო სააგენტოს განცხადებით, დასავლეთ ბენგალიის პროვინციის ბანგურას, ჰუგჰილის, დასავლეთ მიდნაპორის, ბირბჰუმისა და პარგანას რაიონებში ძლიერი და გადაუღებელი წვიმების დროს დაცემულ მეხების შედეგადა ათეულობით ადამიანიც დაშავდა. ამის პარალელურად, ძლიერი წვიმების შედეგად წარმოქმნილმა წყალდიდობამ ქალაქ კალკუტაში შეფერხებები წარმოქმნა მატარებლების მოძრაობაში. მეტეოროლოგთა განცხადებით, ძლიერი ნალექი მომავალ დღეებშიც გაგრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები